Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის ქუჩებში ჭიათურელი მოსწავლეების მიერ შექმნილი 'ჭკვიანი ურნები' განთავსდება

თარიღი : 22-03-2023, 21:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უახლოეს პერიოდში ჭიათურაში "ჭკვიანი ურნები" დამონტაჟდება.

"ჭკვიანი ურნები" ჭიათურაში არსებული რობოტიკის სკოლის მოსწავლეებმა, ჭიათურელმა ახალგაზრდებმა შექმნეს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის გივი მოდებაძის განცხადებით, "მომავლის ბავშვების" მიერ წარმოდგენილი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის მისაღებია და პროექტის პრაქტიკაში დანერგვა მოხდება.

"ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი საგანმანათლებლო ჰაბია, რომლის მიზანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო სივრცეში მათ მიერ მიღებული ცოდნის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია. მულტიფუნქციურ ცენტრში მოქმედ რობოტიკის სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზია ახალ შესაძლებლობად აქციეს, იდეებს ფრთები შეასხეს და უკვე მრავალი გამოგონების ავტორები არიან. ერთ-ერთი პროექტი, ე.წ "ჭკვიანი ურნა" მოსწავლეებმა თავიანთ პედაგოგთან ერთად დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინეს. მათმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა,"-ამბობს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.


ნანახია: 254-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი