Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში, საქართველოში ერთადერთი ბორანის რეაბილიტაცია იგეგმება

თარიღი : 20-03-2023, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში ახალსოფლის ბორანის რეაბილიტაცია იგეგმება. მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდება, რის შემდეგაც ბორანი სამტრედია – ვანის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ერთ-ერათი ტურისტული მარშუტი იქნება.

"ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესებზე, საინვესტიციო, ტურისტული და უკეთესი გარემოს შექმნაზეა მორგებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და მათი ჩართულობით თითოეული პროექტის განხორციელება. მერები ეკონომიკური ზრდისთვის პროექტის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტი ოთხ დიდ ქალაქს შორის არის. სამტრედიში განხორციელებული პროექტები მოსახლეობის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული და მათ საუკეთესო ინტერესებზე არის მორგებული,"-ამბობს დავით ბახტაძე.

ცნობისთვის, სოფელ ახალსოფელში არსებული ბორანი საქართველოში ერთადერთია. აღნიშნული ბორანი ახალსოფლის მცხოვრებლებისთვის მდინარე რიონის მოპირდაპირე მხარეს, სახნავ-სათეს მიწებზე დასაკავშირებელი უმოკლესი გზაა.


ნანახია: 215-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი