Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელმაც მართვის მოწმობის აღებაში ფული გადაიხადა

თარიღი : 18-03-2023, 19:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მო­ხე­ლის­თვის ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქ­ტზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 17 მარტს, ბრალ­დე­ბულ­მა ქუ­თა­ის­ში მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სსიპ "მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში“, მარ­თვის უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვე­ბე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ამა­ვე სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მელს, ქრთა­მის სა­ხით თან­ხა გა­დას­ცა.

"სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მელ­მა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­ა­ტყო­ბი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 339-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მო­ხე­ლის­თვის ქრთა­მის მი­ცე­მა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


ნანახია: 422-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი