Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელმა მოსწავლეებმა საკრებულოს იმიტირებული სხდომა ჩაატარეს

თარიღი : 17-03-2023, 17:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ქუთაისის საკრებულოს იმიტირებული სხდომა გაიმართა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ ინიცირებული საკითხები.

საკრებულოს იმიტირებულ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს წევრები, მესამე საჯარო სკოლის დირექტორი თეიმურაზ ჭაბუკიანი, მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები დაესწრნენ.

დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების ამოწურვის შემდეგ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„დღევანდელი დღე რამდენიმე ფაქტორით არის გამორჩეული. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსწავლეებს, მათ მასწავლებლებს, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის.

ეს არის გამორჩეული მაგალითი იმისა, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის განხროციელების პროცესში.

ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მე-3 საჯარო სკოლასა და საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ნამდვილად იქნება შედეგზე ორიენტირებული,"-განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.


ნანახია: 156-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის მერიაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეების სურვილის შემთხვევაში, ქუთაისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მზად არიან სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეხვდნენ.
№3 საჯარო სკოლაში დღეს 2015 წელი შეაჯამეს.
მათ თვითმმართველობის შენობა დაათვალიერეს, ასევე შეხვდნენ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას.

ამინდი