Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრისი შესაძლოა სხვა შენობაში განთავსდეს

თარიღი : 17-03-2023, 14:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს შეხვდა. მერის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კარგად არის ცნობილი ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ.

"აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხებზე და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებებიც გვაქვს გატარებული.

საცხოვრისის შენობას უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შეკეთდა სახურავი.
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს შევთანხმდით, რომ ახლა იმ დაზიანებებსაც მოვაგვარებთ, რაც ამ ეტაპზე აქვთ შენობის შიდა სივრცეში.

პარალელურად, შენობაში არსებული სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებზე, მათ შორის, აქტიურად განიხილება საცხოვრისის ახალ შენობაში განთავსებაც.

საცხოვრისში მცხოვრებ მოქალაქეებს მივაწოდეთ კონკრეტული და სანდო ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე და აქტიურ კომუნიკაციაზე შევთანხმდით,"-ამბობს მერი.


ნანახია: 195-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გასულ წელს აშენდა. ხუთსართულიან შენობაში 80-მდე ის ოჯახია განთავსებული, რომელთაც
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა თებერვლის თვეში დასრულდება.

ამინდი