Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საირმეში, მინერალური წყლების საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ

თარიღი : 16-03-2023, 22:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ერთ თვეზე მეტია საირმეში, "საირმის" მინერალური წყლების საწარმოში დასაქმებულთა ნაწილი გაფიცულია. გაფიცული 25-მდე პირი ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. საწარმოში აცხადებენ, რომ პროტესტის მონაწილეებს მოთხოვნების დაკმაყოფილება შესთავაზეს, თუმცა ამ უკანასკნელებმა პროფკავშირ "ლაბორის" გავლენით, მოლაპარაკებაზე უარი თქვეს.

გაფიცულებს დღეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ.

"ლაბორმა" 20 თებერვალს მიმართა სახალხო დამცველს შპს "საირმე მინერალ ვოთერსის" მხრიდან გაფიცული დასაქმებულების მიმართ პროფკავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის თაობაზე.

დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ქარხნის წინ შეხვდნენ გაფიცულებს და ადგილზე გაეცნენ ვითარებას.

გაფიცულები საუბრობდნენ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმებზე, აგრეთვე, იმის შესახებ, რომ აქვთ შიში პროფკავშირის გარეშე შეთანხმების შემთხვევაში, დამსაქმებელი მათ გაათავისუფლებს.

"ლაბორი" იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ შეფასებას მისცემს შპს "საირმე მინერალ ვოთერსის" კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციულ ქმედებებს,"-აცხადებენ "ლაბორში".


ნანახია: 184-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ერემაშვილმა ტოპნიუსს განუცხადა, ომბუდსმენი
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებს დღეს სახალხო დამცველის იმერეთის ოფისის რწმუნებულები შეხვდნენ.
რუსლან პერტაიას ოჯახის წევრების განცხადებით, თუ პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ისინი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებენ.

ამინდი