Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ასეთი მასშტაბის ფესტივალი ხარაგაულში არ ჩატარებულა,'-ხარაგაულის მერია მასშტაბურ პროექტზე მუშაობს

თარიღი : 16-03-2023, 16:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გაზაფხულს ხარაგაული ახალგაზრდული ფესტივალით ხვდება. ფესტივალისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.

მერის პირველ მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ფესტივალის ორგანიზატორებს შეხვდა და მათთან ერთად ფესტივალის სრული პროგრამა განიხილა.

ყველაზე მხიარული, მუსიკალური, ფერადი, თავგადასავლებით აღსავსე ახალგაზრდული ფესტივალი 5 აპრილს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება.

ფესტივალი „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივით დაიგეგმა და მის ორგანიზებაში მონაწილეობას მიიღებენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი და ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულო.

"მიხარია, რომ ხარაგაული გაზაფხულს ახალგაზრდული ფესტივალით ხვდება. ასევე სასიხარულოა ჩვენი სამსახურების და აიპების ასეთი გუნდური მუშაობა. ვფიქრობ, ხარაგაულელ ახალგაზრდებს წინ საინტერესო და დაუვიწყარი დღეები ელოდებათ,"-ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი და დატვირთულია.

"ასეთი მასშტაბის ფესტივალი ხარაგაულში არ ჩატარებულა. აქ ბევრი ისეთი პროექტია, რომელიც პირველად ტარდება და ახალგაზრდებისთვის საინტერესო იქნება. ფესტივალის ხიბლი იქნება ის, რომ ის ყველა სოფელში მაცხოვრებელ ახალგაზრდას მოიცავს და მათი უნარების წარმოჩენა შეუწყობს ხელს,"-ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.

ფესტივალს ექნება ჰიმნი, რომელიც ვეფხვია ღონღაძის ლექსზე დალი მერაბიშვილმა დაწერა და მას წლების განმავლობაში ხარაგაულის თაობები მღეროდნენ.

მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი, გამწვანების აქცია, ინტელექტუალური თამაშები,ველო-ტური, ფოტოკონკურსი, ლიტერატურული კონკურსი, შეხვედრა წარმატებულ ხარაგაულელ ახალგაზრდებთან, ხატვის კონკურსი, სათავგადასავლო ტურ-თამაშები, ექსტრემალური ტური, ჯომარდობა, გაწვანების აქცია -ასეთი თემატიკის იქნება ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები.


ნანახია: 142-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'სათავგადასავლო ტურ-თამაშების' ფინალური შეხვედრა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 5

ამინდი