Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გეგმები აქვს კომპანიას, რომელმაც წყალტუბოს სოფელში ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა?

თარიღი : 16-03-2023, 14:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში, სოფელ გუბისწყალში, 25.2 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა. ბაღი კომპანია "ბლუბერი ფილდსმა" გააშენა.

კომპანიამ საქმიანობა, რომლის მიზანი ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება და მისი ექსპორტზე გატანაა, 2022 წელს დაიწყო. ამ დროისთვის „ბლუბერი ფილდსი“ საექსპორტოდ გაერთიანებულ საამიროებსა და ევროპის ქვეყნებს მოიაზრებს.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით 2022 წელს, წყალტუბოში, 25.2 ჰექტარზე ლურჯი მოცვები გავაშენეთ. მოსავალს 2024 წელს ველოდებით, რის შემდეგაც პროდუქტის ექსპორტზე გატანას ევროპასა და გაერთიანებულ საამიროებში ვგეგმავთ. ლურჯი მოცვით არა მხოლოდ ევროპის, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებიც არიან დაინტერესებული. ამასთანავე, ბოლო პერიოდში პოპულარობა ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდა. ბაზრის შესწავლა და სამომავლო პარტნიორების მოძიება უკვე დაწყებული გვაქვს. აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო გამოფენებსა და ექსპოზიციებში მონაწილეობას, რაც სამომავლოდ ჩვენი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაგვეხმარება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი, ბაია გადაბაძე.

კომპანია, 2023 წელს ლურჯი მოცვების გაშენებას დამატებით 28.76 ჰა-ზე გეგმავს. ჯამში კი 100 ჰა-ს მოცვა სურს. მოსავლის აღების პერიოდში კომპანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას გეგმავს. ეს კი ყოველდღიურად საშუალოდ 400 ადამიანთან თანამშრომლობას გულისხმობს.


ნანახია: 276-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოცვის ბაღი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ამინდი