"ხარაგაული მაქსიმალურად ცდილობს ყველა გამოწვევას, რაც მოსახლეობის წინაშე დგას, გუნდური პრინციპებით უპასუხოს"
თარიღი : 15-03-2023, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან ერთად, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე, მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
"ხარაგაულის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ მერიასთან და საკრებულოსთან ერთად. დაისახა გეგმები, რომელიც 2023 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს,"-ამბობს პაატა კვიჟინაძე.
მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურად მუშაობს სამინისტროსთან ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირების კუთხით.
გაზიფიცირებაზე წარდგენილია ხარაგაულის 11 სოფელი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
"მნიშვნელოვანია ჩართულობა და კომუნიკაცია, როგორც ადგილობრივი თვითმართველობის რგოლებთან, ასევე სხვადასხვა უწყებებთან და სამინისტროებთან. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ხარაგაული მაქსიმალურად ცდილობს ყველა გამოწვევას, რაც მოსახლეობის წინაშე დგას, გუნდური პრინციპებით უპასუხოს. ვფიქრობ, ეს ერთიანობა იგრძნობა და მომავალშიც დადებითად აისახება ხარაგაულელებზე,"-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.