რა სიახლე იგეგმება მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში?
თარიღი : 15-03-2023, 15:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამსტერდამში, 14-16 მარტს მიმდინარე Passenger Terminal Expo 2023-ზე მონაწილეობს. Passenger Terminal EXPO მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც 19 ათას კვადრატულ მეტრზეა განლაგებული.
Passenger Terminal Expo-ს ფაგრლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე რამდენიმე მნიშვნელოვან კომპანიას შეხვდა, რომლებიც მსოფლიოში საავიაციო უშიშროების სკანერებისა და მგზავრთა რეგისტრაციის მიმართულებით უახლესი ტექნოლოგიებისა და დიზაინის მქონე აღჭურვილობებს ფლობენ.
"იგეგმება საქართველოს აეროპორტების ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, წელს, განახლდება სპეცტექნიკა, რამდენიმე სიახლე იქნება უშუალოდ ტერმინალშიც, რაც Self Check in-ისა და baggage drop off აპარატების დამონტაჟებას ეხება, რათა მგზავრებმა, აეროპორტში მოსვლისას, დარეგისტრირება და ბარგის ჩაბარება თავად, აგენტების მინიმალური ჩართულობით, წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გავლის საშუალებით შეძლონ,"-ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.
სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, მსოფლიოს 1900-ზე მეტი აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელები, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან.
Passenger Terminal Expo-ს, რომელიც ძირითადად მომავალი თაობის აეროპორტების პროექტებს ეხება, ყოველწლიურად 130 ქვეყნიდან ჩამოსული დამთვალიერებელი ჰყავს.