Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც ქუ­თა­ის­ში, მე­ზო­ბე­ლი სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით მოკ­ლა, უვა­დო პატიმრობა მი­ე­სა­ჯა

თარიღი : 13-03-2023, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც ქუ­თა­ის­ში, მე­ზო­ბე­ლი სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით მოკ­ლა, უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ასე­ვე კი­დევ ერთი პირი, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა. მას სა­სა­მარ­თლომ 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

"ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ამა­ვე გა­ნა­ჩე­ნით ასე­ვე დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2022 წლის 16 ივ­ნისს, ქუ­თა­ის­ში, ბრალ­დე­ბულ­მა კონ­ფლიქ­ტის დროს მე­ზო­ბე­ლი, შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა.
გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 2022 წლის 19 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "ბ“ და მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვა­თა სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) და 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მუ­ქა­რა) წა­რედ­გი­ნა, ხოლო მე­ო­რე პირს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა.

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ერთ პირს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო მე­ო­რეს 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


ნანახია: 576-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი