Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არა რუსულ კანონს,'-ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტების აქცია 'თაიმს სქვერზე'

თარიღი : 8-03-2023, 20:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"არა რუსულ კანონს,"-ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე პროტესტს ამერიკაში მცხოვრები ქართველებიც შეურთდნენ. აქციაზე, რომელიც თაიმს სქვერზე გაიმართა, ქუთაისიდან წასული ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები ჭარბობდნენ.
https://i.postimg.cc/FHVjg5fb/23-EA0387-65-EE-441-E-AF7-E-AFC0-A4-BFAE64.jpg
"შევუერთდით საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ახალგაზრდების პროტესტს. ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, რომელიც ხელისუფლებამ პირველი მოსმენით დაამტკიცა. ეს კანონი საფრთხეს უქმნის ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებას. ეს კანონი არ ყოფილა ჩვენი არჩევანი და საქართველო არასდროს გახდება რუსეთის გუბერნიის ნაწილი,"-ამბობს აქციის მონაწილე ნატატო გიორგაძე.
https://i.postimg.cc/T25gNWL3/9-D774175-8-D94-4431-AAD0-1-EF8-CF31-BE23.jpg
"საქართველოს ადგილი ევროპასა და ევროკავშირშია. საქართველოს მთავრობას უნდა ქართველი ხალხის სურვილი არაფრად ჩააგდოს და რუსეთის გუბერნიის ნაწილი გაგვხადოს, თუმცა ხელისუფლების ამ მცდელობას მარცხი უწერია. ქართველი ხალხი არ დავუშვებთ არც ამ კანონის მიღებას და არც იმას, რომ ფარასავით ძალით შეგვრეკონ რუსეთში. ეს არის ჩვენი სათქმელი და ამ აქციით გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ახალგაზრდებს, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე დგანან და ქვეყნის ახალ ისტორიას წერენ,"-ამბობს ნიკა ბასილაძე.


ნანახია: 124-ჯერ

მსგავსი სიახლეები
104 ხმით ერთის წინააღმდეგ კანონი მიღებულია
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ, საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, უკმაყოფილო მრევლი 16 მაისს, თბილისში,

ამინდი