Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საუკუნის აფიორა გაათამაშეს-რას წერს 'ოცნების' სკანდალური დეპუტატი?

თარიღი : 12-03-2023, 15:26 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმებზე წერს.

"საუკუნის აფიორა გაათამაშეს.

არასრულწლოვნებზე ზემოქმედება შემდეგი სცენარით ქონდათ დაგეგმილი:

1. ამერიკული კანონის გარუსება! აქ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პასუხს არავინ მოსთხოვდა ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ შექმნილ კანონზე რუსულით შეფუთვაზე! ამერიკელი მოსახლეობა ვერ გაიგებს, ამიტომ შეგიძლიათ თქვათ რომ ამერიკელი მამების შექმნილი კანონი რუსულიაო! ამერიკაში არსად არ გაშუქებულა, რომ ხალხის ძალამ ამერიკული ფარა დაარეგისტრირა პარლამენტში! აბა წარმოიდგინეთ, ამერიკელი გადამხდელების რეაქცია, როდესაც გაიგებდნენ, რომ ქართველები აპროტესტებენ ამერიკულ კანონს!

2. ბავშვებზე ზეწოლა! ნაცი და აქლემი მასწავლებლები, ლექტორები დეზინფორმაციას აწვდიდნენ ახალგაზრდებს! თითქოს ამერიკული კანონით რომელიც რუსულია, შეეზღუდებოდათ ევროპულ ქვეყნებში განათლების მიღება!აღარ დაფინანსდებოდნენ სასწავლო პროგრამები და გრანტები, რაც ბლეფი იყო! ეს ამერიკული კანონი რუსულად რომ შერაცხეს, სამწუხაროდ ერთი ვინმეც არ აღმოჩნდა, რომელიც კითხვას დასვავდა! თუ ეს კანონი რუსულია, რუსი სტუდენტები, როგორ იღებენ დაფინანსებებს სხვადასხვა დასავლური ქვეყნებიდან და როგორ სწავლობენ ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში? ოკუპანტი პუტინის მიერ მიღებული კანონის შემდეგ, მხოლოდ ევროპაში 4 მილიონზე მეტმა რუსმა მიიღო განათლება! დღესაც, ამ ომის მიუხედავად, არანაირი პრობლემა არ აქვთ! დიდი ფულია და ამაზე არცერთი დასავლური სასწავლებელი უარს არ ამბობს, დღესაც!

3. როგორ გაამყარეს ფეიკი!
ვიცით ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ნაცების სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებს! აქაც შემდეგი სცენარი იყო! კუბილიუსების და ზოგი “ დიპლომატის” განცხადებები გამიზნული იყო ფეიკის გასამყარებლად! ეს ზრდასრულმა მოქალაქეებმა ვიცით, ვინ იყო სააკაშვილი და მათი ჩადენილი დანაშაულებები! ამ სისხლის ღვრასაც ფუთავენ და მცდელობა აქვთ ხალხს დაავიწყონ ან პირიქით შთააგონონ რომ არც ყოფილა სისხლიანი რეჟიმი! რა იცის 12 წლის ბავშვმა ნაძირლების რეჟიმი რას აკეთებდა! აქედან გამომდინარე, არგუმენტი არასრულწლოვან ბავშვებზე ზეგავლენის იყო დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები! როდესაც ვატყუებ ვინმეს რომ ეს ცუდია, არ ვარგა, დაგვაზიანებს და ამ დროს დიპლომატის განცხადებას ვიშველიებ, როგორიცაა “საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი”, ისე ლამაზად შევფუთავ, რომ ეჭვი არავის შეეპარება! ასევე იყო ახალგაზრდების დამუნათება! “ბაბლი”, რომელიც აქციაზე იყო ქულების მინიჭების სანაცვლოდ, ასევე, გამოცდების, ჩათვლების მოგვარება! მუქარაც დაფიქსირდა და როგორც ვიცი, მოკვლევაა დაწყებული.

კარგი რა იყო ამ ყველაფერში? ის რომ ვიცით რა მიმართულებით არის სამუშაო, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ და არავის მივცემთ ჩვენი ახალგაზრდების მოტყუების საშუალებას! სიმართლე შეიძლება ცოტახნით დამალო, მაგრამ მუდმივად ვერა!

ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს,"-ამბობს დეპუტატი.


ნანახია: 483-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენაზე წარმოდგენილი ტექნიკის დათვალიერებისა და მათ შესახებ ქართველი და ამერიკელი სამხედროებისგან დეტალური ინფორმაციის მიღების
იმერეთის რეგიონში ამერიკული ჯგუფის სტუმრობა საქართველოში ამერიკის საელჩოსა და დემოკრატიის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის
მსმენელი ოვაციით შეხვდა ჯგუფის მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს.
104 ხმით ერთის წინააღმდეგ კანონი მიღებულია
ამერიკელი მზარეულები ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან.

ამინდი