Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მაჟორიტარს კაბინეტი დაულუქეს

თარიღი : 7-03-2023, 22:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მაჟორიტარის, ზაზა ლომინაძის სამუშაო ოთახის კარი წებოვანი ლენტით დალუქეს. ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თედო მესხმა მაჟორიტარს კაბინეტი მას შემდეგ დაულუქა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზაზა ლომინაძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს მხარი დაუჭირა.

ამ წუთებში, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა თქმით, "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებული და "ქართული ოცნების" მიერ პირველი მოსმენით მიღებული ორივე კანონპროექტი ქვეყანას საბჭოთა პერიოდში აბრუნებს. აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებს, რაც მმართველს გუნდს დარჩენილი მცირე რაოდენობის გაკონტროლების საშუალებას მისცემს.


ნანახია: 414-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ნუ გვისმენთ!' - ამ სლოგანით ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან 'ნაციონალური მოძრაობის' ქუთაისის რაიონული ორგანიზაცის წევრებმა და
პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, უკმაყოფილო მრევლი 16 მაისს, თბილისში,
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან.

ამინდი