ადვოკატი: ბადრი ესებუა ბანკის ძარცვას არ აღიარებს
თარიღი : 8-02-2023, 21:45 | კატეგორია: ახალი ამბები

ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს. ინფორმაციას მისი ადვოკატი, სოსო ჯანაშია ავრცელებს. როგორც უფლებადამცველი მთავარ არხთან ამბობს, ესებუა ბანკში მომხდართან კავშირს უარყოფს.
"მისი პასუხი ერთგვაროვანი და ცალსახაა. დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკთან მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს. მისი განმარტებით, არაფერი დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს საქართველოს ბანკში არ იმყოფებოდა".- ამბობს ადვოკატი მთავარ არხთან საუბარში.
ადვოკატის თქმით, ესებუა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ "ისეთი განცდა ჰქონდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა" და ამიტომ გაუჩინარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლიდან ძებნილი ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა.
უწყების განცხადებით, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე ძებნილი პირი სამეგრელოში დააკავეს. შსს წერს, რომ ბადრი ესებუას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.