Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, 11 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 60 თეთრი ხდება

თარიღი : 8-02-2023, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
11 თებერვლიდან ქუთაისში ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი იცვლება.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2023 წლის 11 თებერვლიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება და მისი ღირებულება, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის ( ავტობუსები და მიკროავტობუსები) 60 თეთრი გახდება.

"გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და კომფორტულად მგზავრობის მიზნით, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გარდა, მოქმედებს “თიბისის“ ნებისმიერი საბანკო ბარათი.

ქუთაისში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, 30 000-მდე მოქალაქე სარგებლობს სხვადასხვა სახის შეღავათით.

ქალაქში მოძრაობს თანამედროვე, კომფორტული ავტობუსები და მიკროავტობუსები. მოწესრიგებულია სვლაგეზები და დაცულია ტრანსპორტის მოძრაობის სქემები.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია, ყოველდღიურად, რამდენიმე ათეული ავტობუსის საშუალებით ემსახურება 25.000 -ზე მეტ მგზავრს. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი თავს არიდებს მგზავრობის საფასურის გადახდას.

მსგავსი შემთხვევების პრევენციისა და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში შექმნილია მგზავრთა მონიტორინგის განყოფილება, რომლის ფუნქციაა უბილეთო მგზავრების გამოვლენა და მათი, კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, დაჯარიმება.

კომპანიის კონტროლიორები ყოველდღიურად, ქალაქის სხვადასხვა უბანში, ახორციელებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქე ვალდებულია, მუნიციპალურ ტრანსპორტში ამოსვლისთანავე გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება.

უბილეთოდ მგზავრობა იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად და ჯარიმის ოდენობა 20 ლარს შეადგენს, რომელიც უნდა დაიფაროს, საჯარიმო ოქმის ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმის თანხას ემატება საურავი, დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

მგზავრს უფლება აქვს, ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაასაჩივროს გადაწყვეტილება,"-აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.


ნანახია: 313-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი