'ჯორჯიან მანგანეზმა' თანამშრომლები 3 თვით გაათავისუფლა
თარიღი : 2-02-2023, 20:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ჯორჯიან მანგანეზმა" მუშაობა შეაჩერა. როგორც ცნობილია, კომპანიამ თანამშრომლები სამი თვით დაითხოვა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომპანია თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადაუხდის.
"ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაცია ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასის მკვეთრი ვარდნის გამო იძულებულია დასაქმებულები 3 თვის განმავლობაში 60%-იანი სახელფასო ანაზღაურებით სახლში გაუშვას.
1. სილიკომანგანუმის ფასი ახლა ნამდვილად დაეცა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მისი ღირებულება მუდმივად მზარდი იყო, შესაბამისად კომპანიას ზედმეტი ფინანსური რესურსის მარაგის შექმნის სრული შესაძლებლობა ჰქონდა.
2. "ჯორჯიან მანგანეზი" სახელფასო ანაზღაურებას უტოვებს მხოლოდ მის კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს და არა ამ მუშების მომსახურეობის სფეროში მომუშავე ადამიანებს, მაგალითად მძღოლებს.
3. გასულ წლებშიც მიმართა მსგავსს პრაქტიკას "ჯორჯიან მანგანეზმა" და მიზეზად მაშინაც სილიკომანგანუმის ფასის კლება დასახელდა, არა და ყვირილა თეთრი ფერის ერთი დღე არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ კოოპერატივები მაინც მუშაობდნენ და ვინაიდან, ამ კოოპერატივების მიერ მოპოვებული მანგანუმის ერთადერთი და ექსკლუზიური შემსყიდვები ისევ ჯორჯიან მანგანეზია, ბუნდოვანი იყო და ახლაც ბუნდოვანი იქნება თანამშრომელთა იძულებითი მოცდენის სამართლიანობა.
4. ყველა მსხვილ კომპანიას, განსაკუთრებით მათ ვინც წიაღისეულს (სტრატეგიული მნიშვნელობის ამოწურვად რესურსს) განკარგავს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა. ვინაიდან და რადგანაც ჭიათურა ძირითადად მონოფუნქციური ქალაქია და მთლიანად თუ არა მეტწილად მანგანუმის წარმოებაზეა დამოკიდებული აქ მცირე რყევებიც კი მთელი ქალაქის ეკონომიკაზე აისახება. თუ ფული არ აქვს მაღაროელს არ მუშაობს ბაზარი, აფთიაქი, ბაზრობა და სხვა ობიექტები.
5. და მთავარი - 8 წელია ამ კომპანიაში სახელმწიფო მმართველია დანიშნული, რომელიც წესით მხოლოდ ეკოლოგიურ საკითხებს უნდა წყვეტდეს, თუმცა ის ფორმალურად სრულად მართავს სისტემას, მათ შორის ფინანსურ მხარესაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "ჯორჯიან მანგანეზი" სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანიაა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უფრო მეტი მოეკითხება, ვიდრე კერძო ბიზნესს,"-ამბობს ჟურნალისტი გიორგი კასრაძე.