ვანის მერია: სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა ოჯახი უახლოეს დღებში სრულად დაკმაყოფილდება სახლების გადასახური მასალით
თარიღი : 1-02-2023, 19:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ხისა და თუნუქის გადასახური მასალით უზრუნველყოფის პროცესი მიმდინარეობს. მასალის გაცემის პროცესს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.
იანვრის თვეში ძლიერი ქარის შედეგად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 74 საცხოვრებელი სახლის სახურავი, 1 მრავალბინიანი საცხოვრებელი და 4 ადმინისტრაციული შენობა, მათ შორის ცენტრალური სტადიონის ადმინისტრაციის შენობა დაზიანდა.
ხის დაცემის შედეგად დაზარალდა 2 ადამიანი, რომელთაგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია დაჭირდა. ოპერაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდა. ასევე, დაზარალებულს მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაეწია.
"სტიქიის შედეგად ყველა დაზარალებული ოჯახი უახლოეს დღებში სრულად დაკმაყოფილდება სახლების გადასახური მასალით,"-აცხადებენ ვანის მერიაში.