იგეგმება თუ არა 'ხვანჭკარის ბოთლის' აღება ამბროლაურში?
თარიღი : 1-02-2023, 19:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ამბროლაურის მერია "ხვანჭკარის ბოთლის" აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს გადაწყვეტილია “ხვანჭკარის ბოთლის” აღება ან დემონტაჟი, არ შეესაბამება სინამდვილეს.
ქალაქ ამბროლაურში იგეგმება სადგურისა და მიმდებარე ტერიტორიის განახლებასთან დაკავშირებით იდეებისა და კონცეფციის მოწოდებაზე კონკურსის გამოცხადება, რენდერების სახით. იდეებიდან, საზოგადოების ჩართულობით, გამჭირვალედ და საჯაროდ მოხდება საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.
ყველა მნიშვნელოვანი პროექტი ორიენტირებული იქნება ქალაქის გალამაზებისა და კეთილმოწყობისკენ და განხორციელდება მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით,"-ნათქვამია ამბროლაურის მერიის განცხადებაში.