Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქუთაისში ფულის მუზეუმის დაარსებას სთავაზობენ

თარიღი : 31-01-2023, 22:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს სოფელ ჩუნეშში, ცნობილი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში, მუზეუმს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული წიგნი-ალბომი გადაეცა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკის დაარსებას და მისი პირველი მმართველის, ნიკო ლორთქიფანიძის ძმის იასონ ლორთქიფანიძის, მოღვაწეობას ეხება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა სოფელ ჩუნეშის საჯარო სკოლაში, სადაც ქვეყნის მთავარმა ბანკირმა მოსწავლეებს ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ ინტერაქციული გაკვეთილი ჩაუტარა, მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა და საჩუქრად ფინანსური განათლების ლიტერატურა გადასცა.

მუზეუმის დათვალიერების პარალელურად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვდა იმერეთის რეგიონში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების პროფილური მიმართულების პროფესორ - მასწავლებლებს, საბანკო სექტორის, მუზეუმის მეგობართა ჯგუფის წევრებს, რომლებმაც სებ - ის ხელმძღვანელობას შესთავაზეს წინადადება, განიხილონ საკითხი ქუთაისში ფულის მუზეუმის ფუნქციონირების შესახებ.


ნანახია: 177-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეროვნული ბანკიდან პირველი შეხვედრა ხვალ ქუთაისში გაიმართება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში ქართული პროზისა და მინიატურული ჟანრის დიდოსტატის ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 135

ამინდი