ხარაგაულის მერია სოფელ წიფის გზას რეაბილიტაციას ჩაუტარებს
თარიღი : 30-01-2023, 19:03 | კატეგორია: ახალი ამბები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში შეხვედრებს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი მერის წარმომადგენელთან, მაია გაჩეჩილაძესთან და ზვარე-წიფის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვახტანგ ტალახაძესთან ერთად მართავდა.
სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა და გარე განათების ქსელის მოწყობა-ეს ის ძირითადი საპროექტო წინადადებებია, რომელსაც მოსახლეობა სოფლის საერთო კრებებზე ასახელებს და პრიორიტეტს ანიჭებს.
სოფელ წიფაში ადგილობრივებმა სოფლის საჭიროებებზე ღიად იმსჯელეს.
წიფაში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების ქსელი მოეწყობა.
ასევე, მოხდება წყლის სისტემის მოწყობა და წყლის მილების შეძენა პიმპილაურის უბნისთვის.
დავით დევდარიანმა სოფლის კრებაზე ადგილობრივებისთვის მნიშნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა.
ხარაგაულის მერია მაღალმთიანი დასახლებების პროგრამის ფარგლებში, სოფელ წიფაში გზის რეაბილიტაციას მოახდენს.