Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლევან ხაბეიშვილი: მცირე დრო დარჩა რადიკალური ცვლილებების დაწყებამდე

თარიღი : 29-01-2023, 16:22 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევამ ხაბეიშვილი მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"ჩემო ძვირფასებო, თანამებრძოლებო, თანაგუნდელებო, რამდენიმე საათი დარჩა ისტორიული და უპრეცედენტო, შიდა პარტიული არჩევნების დასრულებამდე.

მცირე დრო დარჩა, რადიკალური ცვლილებების დაწყებამდე. გიწვდით თანამშრომლობის ხელს თითოეულ თქვენგანს, რუს ოლიგარქთან ბრძოლაში, მიშას და საქართველოს თავისუფლებისთვის.

ჯერ კიდევ, დარჩენილია 10 000- ზე მეტი დარეგისტრირებული ამომრჩეველი, რომელსაც მისი პოზიცია არ დაუფიქსირებია. იაქტიურეთ და გახდით ცვლილებების, გაძლიერების, ერთობის თანამონაწილე. ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებაზე. უპირობოდ, უდიდესი მადლობა 35 000- ზე მეტ ამომრჩეველს, ვინც უკვე გამოხატა მისი ნება. თითოეული თქვენგანი უძვირფასესი ხართ ჩემთვის და ჩვენი საერთო საქმისთვის. განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს, ძალიან მაღალი ჩართულობისთვის,"-ამბობს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, პარტიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.


ნანახია: 299-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კიკნაველიძე მოსახლეობას მხარდაჭერისკენ და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
რა ხდება ხვალ იმერეთში? 28.09.2013 ანონსი
დარეგისტრირებული 695 დელეგატიდან 565-მა დელეგატმა მხარი გია თევდორაძეს დაუჭირა.

ამინდი