რისთვის იმყოფებოდა კულტურის მინისტრი ქუთაისში?
თარიღი : 29-01-2023, 11:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასმა სპექტაკლ „ტესტოსტერონის“ პრემიერა გამართა. საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პოლონელი დრამატურგის, ანჯეი სარამონოვიჩის, გახმაურებული კომედია ,,ტესტოსტერონის" თეატრალური ვერსია ქართულ სცენაზე რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ დადგა. სცენოგრაფები და კოსტიუმების ავტორები შოთა ალიბეგაშვილი და აჩიკო შამახია არიან, რეჟისორის ასისტენტი კი მაია კვიმსაძეა.
სპექტაკლი ქალისა და კაცის ურთიერთობას ეხება. გადმოცემულია მათი ტრავმები, ნაჩვენებია, როგორ წარმოუდგენია ზოგიერთ მამაკაცს, ვინ არის ქალი და როგორ უნდა მოექცეს მას; როგორია კაცი, როცა ის მხოლოდ მამაკაცთა საზოგადოებაშია და როგორი წარმოუდგენიათ მათ ქალი.
სპექტაკლში როგორც მესხიშვილის თეატრის, ასევე მიწვეული მსახიობები: აბელ სოსელია, ბაქარ დეისაძე, იოანე იმედაძე, გია საგინაშვილი, ლექსო ჩემია, ნიკა ძნელაძე, სულხან გოგოლაშვილი და სოფო ჩირაძე მონაწილეობდნენ.