რაჭველი ფეხბურთელი გოგონები სომხეთის და ლიეტუვის ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას
თარიღი : 26-01-2023, 10:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

რაჭველი ფეხბურთელი გოგონები სომხეთის და ლიეტუვის ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.
ქალთა 17 წლამდე ასაკობრივ ნაკრებში შერჩევაზე კლუბ "რაჭა 2020"- დან 4 ფეხბურთელი იყო გამოძახებული -ვერიკო ქურციკიძე, მარიამ კობახიძე, ანანო სიგუა და კესო მეტონიძე.
ამ ეტაპზე გოგონებიდან 17 წლამდე ნაკრებში 2 ფეხბურთელი: ანანო სიგუა და კესო მეტონიძე მოხვდა.
ანანო სიგუა და კესო მეტონიძე 2023 წლის თებერვალში და მარტში სომხეთის და ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო შემდეგ შოტლანდიაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე გაემგზავრებიან.