Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

25 იანვრიდან თებერვლის თვის ბოლომდე ქუთაისში გზებზე შეზღუდვებია

თარიღი : 25-01-2023, 18:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმერეთში, საავტომობილო გზებზე შეზღუდვებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ1-კმ1+400 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, დაგეგმილია სავალი ნაწილის დროებით შევიწროება და მოძრაობის ჩაკეტვა აღნიშნული გზის 1 კმ-ზე (პკ6+50-პკ9+50 მონაკვეთზე), რა დროსაც 25 იანვრიდან თებერვლის თვის ბოლომდე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის გამოყენებით დაუკავშირდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის მე-10 კმ-ს.

აღნიშნული მარშრუტით ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება როგორც თბილისი-ქუთაისის, ასევე ქუთაისი-თბილისის მიმართულებით,"-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 194-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისათვის სამუშაოების ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ამინდი