რა სურთ თავიანთი სოფლისთვის ბორითის თემში მაცხოვრებლებს?
თარიღი : 25-01-2023, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვაშლევის მოსახლეობას შეხვდა.
დავით კიკნაძე სოფლის კრებას ვაშლევში მერის წარმომადგენელთან, ხათუნა ჯობაძესთან ერთად შეუერთდა.
ადგილობრივებმა კრებაზე მომზადებული, ჩამოყალიბებული და პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების ირგვლივ იმსჯელეს და საერთო იდეებზე ერთად შეთანხმდნენ.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,
ვაშლევის გაღმა უბანში გარე განათების ქსელს მოაწყობენ.
კრებაზე ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტი მიენიჭა ასევე სკვერის მოსაწყობად ინვენტარის შეძენას.
ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფლისთვის გამოყოფილი თანხით წყლის სისტემაც მოეწყობა.
სოფლისთვის გამოყოფილი თანხა ასევე დაიხარჯება სოფლის სასაფლაოს შემოსაღობად და კეთილმოსაწყობად.