უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად ქუთაისში ჯგუფი შეიქმნა
თარიღი : 24-01-2023, 22:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად ერთიანდება.
დნიპრო ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელიც რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალდა.
დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ქუთაისის მერიას, როგორც დაძმობილებულ ქალაქს, დახმარების თხოვნით მიმართა.
"სწორედ ამ თხოვნის საპასუხოდ ერთიანდებიან ქუთაისელები და იწყებენ ფართომასშტაბიან კამპანიას მოძმე უკრაინელების დასახმარებლად. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან. ფორმალური საკითხების გავლის შემდეგ საზოგადოებას მივაწვდით ანგარიშის ნომერს, სადაც ჩარიცხული თანხები საბოლოოდ ქალაქ დნიპროს შესაბამის ფონდს გადაეცემა,"-აცხადებენ "ქუთაისი დნიპროსთვის" წარმომადგენლები.