Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა,'-რისთვის უხდის ხარაგაულის მაჟორიტარი მადლობას ხარაგაულის მერს?

თარიღი : 24-01-2023, 22:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ხარაგაულში იმყოფებოდა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.

„დავათვალიერეთ პროექტი, რომელიც ხარაგაულში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა ადგილობრივ თვითმმართველობასა და შემსრულებელ კომპანიას, რომ ასეთი ლამაზი ადგილი აჩუქეს ხარაგაულს. მართლა მარგალიტია ხარაგაულის. პარკში არის ყველანაირი სივრცე დასვენებისთვის, კულტურული თუ სპორტული აქტივობისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ.მინდა ბევრი ასეთი საინტერესო პროექტი ვუსურვო ხარაგაულს,"-ამბობს პაატა კვიჟინაძე.
https://i.postimg.cc/q7np1qvH/6-FA3-DE84-8-E87-4-D68-A5-D2-7-F80-F45-A3309.jpg
მისივე თქმით, 2023 წელი ხარაგაულისთვის პროექტების სიმრავლით გამორჩეული იქნება.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ამ ეტაპზე აქტიურად მიდის სამუშაოები, რათა 2020 წელს გამოცემულ განკარგულებაში შევიდეს ცვლილება და ხარაგაულს განსაზღვრულს მიღმა, კიდევ რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება დაემატოს.

თუ რომელ სოფლებში შევა დამატებით ბუნებრივი აირი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


ნანახია: 243-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი