Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მოსახლეობა სოფლებში პროექტებს გეგმავს

თარიღი : 24-01-2023, 16:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, პირველი შეხვედრა პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით ყუმურის, შუამთის, მუქედის და ციხესულორის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებთან გამართა.

ყუმურში მოსახლეობამ პრიორიტეტად სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა მიიჩნია. მაისოურის უბანში ადგილობრივებმა სოფლის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი, დუცხუნში კი გაილოურის უბანში საავტომობილო ხიდის სრული რეაბილიტაცია იქნა მიჩნეული პრიორიტეტულად.

ქვედა მუქედში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრალური სკვერი, ზედა მუქედში კი შიდა საუბნო-საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მოხდება.

შუამთაში ასევე სოფლის ცენტრში არსებული სკვერის კეთილმოწყობა დასახელდა პრიორიტეტად, სოფელ ჭყვიშის ადგილობრივმა მოსახლეობამ, ნაპირამაგრის მშენებლობის პროექტის განხორციელებას დაუჭირა მხარი.

დღესვე, მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა ციხესულორშიც. აქ ადგილობრივებმა ჭალის საავტომობილო გზის დახრეშვა გადაწყვიტეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება და ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში ადგილობრივები თავად შეარჩევენ საკუთარი სოფლისთვის პრიორიტეტულ პროექტებს.

შეხვედრების დროისა და ადგილის შესახებ მოსახლეობას წინასწარ ეცნობება მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.


ნანახია: 127-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი