Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' დაიწყო-რას ირჩევენ მოქალაქეები?

თარიღი : 24-01-2023, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" დაიწყო.

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი პროგრამის ფარგლებში, დღეს სოფელ გედსამანიის და ვერტყვიჭალის მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მერი თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, ხუნევის მაჟორიტარ დეპუტატთან, ლენა აბაშიძესთან და მერის წარმომადგენელთან, კახა ლომიძესთან ერთად იმყოფებოდა.

მერმა ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან უშუალოდ მოისმინა საპროექტო წინადადებები და მათთან ერთად განიხილა თითოეული იდეის განხორციელების შესაძლებლობა.

"შეხვედრამ მოსახლეობის მაღალი აქტივობის ფონზე ჩაიარა. სასიხარულოა, რომ მოქალაქეები გრძნობენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას და აქტიურად არიან ჩართულნი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში,"-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

ხარაგაულის მერმა განმარტა, რომ პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის განკუთვნილი თანხით მცირე პროექტები განხორციელდება.

შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობის წინაშე ის მასშტაბური და სერიოზული პროექტები დააანონსა, რომლის განხოეციელება ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვა ფონდებიდან მიღებული დაფინანსებით იქნება შესაძლებელი.

მერიის აქტიური მუშაობის შედეგად წარდგენილია მოთხოვნა გედსამანიის და ხუნევის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მიზნით.

დაგეგმილია გედსამანიის საბავშვო ბაღის მშენებლობა.

მაღალმთიანი დასახლებების პროგრამის ფარგლებში, სოფელ გედსამანიაში გზა რეაბილიტირდება, რიკაძეების და ჩადუნლების უბანში.

შეხვედრებზე კობა ლურსმანაშვილმა ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს ავტობანზე წვდომის დაკარგვის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის შეთავაზება გაუკეთა.

ალტერნატიული საავტომობილო გზის გაკეთებამდე საქასრიის, ხუნევის, ვეტყვილის, ვერტყვიჭალის და გედსამანიის მაცხოვრებლები მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლებენ.

მერის დავალებით, მერიის შესაბამისი სამსახურები აღნიშნული მომსახურეობის შესყიდვაზე უკვე მუშაობენ.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულში შეხვედრები 24 იანვრიდან 3 თებერვლამდე გაგრძელდება.

ხარაგაულის 79 სოფლის მაცხოვრებელს ხარაგაულის მერია შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთოს და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სოფლის გაძლიერებაში.

ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შემდეგი ინიციატივები განხორციელდება:

ხუნევი:

გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა

გედსამანია:

ორი ხიდბოგირის გაკეთება ჩადუნლების და ჭალის უბანში.

გარე განათების ქსელის მოწყობა

ეკლესიის შემოღობვა

ვერტყვიჭალა:

გზის მობეტონება გოგოლაძეების უბანში

გარე განათების ქსელის მოწყობა გოგოლაძების და ციცქიშვილების უბანში.

ვერტყვილა:

საყრდენი კედლის მოწყობა აბაშიძეების უბანში

სანიაღვრე არხის მოწყობა და გზის გასწორხაზოვნება ხუწურის უბანში.

გარე განათების ქსელის მოწყობა ბლიაძეების და ლურსმანაშვილების უბანში.

წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა და ავზის შეძენა გოგიაშვილების უბანში.

ბჟინევი:

სასაფლაოს შემოღობვა.


ნანახია: 133-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი