'არ მოგატყუოთ მოხუცის უცოდველმა შეხედულებამ. გააფრთხილეთ ბავშვები არ დაუჯდნენ არავის გვერდით,'-რა მოხდა ქუთაისში, 21 ნომერ მარშუტში?
თარიღი : 23-01-2023, 18:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"არ მოგატყუოთ მოხუცის უცოდველმა შეხედულებამ. გააფრთხილეთ ბავშვები არ დაუჯდნენ არავის გვერდით იმიტომ, რომ უკვე სავსეა ქალაქი პოტენციური მანიაკებით!,"-ამგვარი შინაარსის ტექსტს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს.
"დღეს 21 ნომერ სამარშრუტო ტაქსში ამოვიდა 70+ ასაკის მოხუცი მამაკაცი, მომიჯდა გვერდით. ფეხზე ვიგრძენი სიცივე (ცივი ხელები ჰქონდა). ვიფიქრე, მისი ქურთუკის ნაწილი მომედო-თქო, უცებ ცუდზე ვერ გავიფიქრე ან რა უნდა მეფიქრა, ბაბუის ტოლი კაცი იყო, ძლივს ამოვიდა. დავიხედე და თურმე ჩემს ფეხზე უდევს ხელი. თავიდან კიდევ ვერ ვიჯერებდი. ვანიშნე რამდენჯერმე, არ გაწია ხელი. დავრწმუნდი მის განზრახვაში. წამოვხტი გამატარე-თქო. გამატარა და გასვლისას საჯდომზეც მომეფათურა. ხმა ვერ ამოვიღე, არ ვიცოდი რა მექნა, რამდენიმე სალანძღავი სიტყვა ვუთხარი და უკან გადავჯექი. მთელი გზა დაჟინებით მიყურებდა. ჩვენს უკან მჯდომმა ორმა ქალბატონმა მომაქცია ყურადღება. ბოლოს უნივერსიტეტთან ჩამოვედით ერთად და ბანკომატთან სხვა გოგოს გაეფათურა საჯდომზე,"-წერს გოგონა და სხვებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.