Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყის გაყინული სოკო-ინოვაციური იდეა, რომელიც ხარაგაულში რეალობად იქცა

თარიღი : 22-01-2023, 12:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უკვე ორი წელია ხარაგაულში საწარმო "ფრიზ თი“ ფუნქციონირებს, რომელიც ინოვაციურ პროდუქტს, ახალი სახეობის - გაყინული ფოთლების ჩაის აწარმოებს. საწარმო ამჯერად მომხმარებელს ტყის გაყინულ სოკოებს სთავაზობს.

პროექტის განხორციელება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც "ფრიზ თი“ ინოვაციური იდეით - "ტყის გაყინული სოკოების საწარმო" საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა.

Boletto.ge ტყის სოკოების პირველი ონლაინ მაღაზია საქართველოში, მომხმარებელს დაბა ხარაგაულში, არსებულ საწარმოში დამუშავებულ, შოკურად გაყინულ და გამომშრალ პროდუქციას სთავაზობს.

„ონლაინ მაღაზია სულ რამდენიმე დღეა რაც ავამუშავეთ და უკვე ძალიან კარგი გამოხმაურება მივიღეთ, ყოველდღიურად იზრდება მომხმარებელთა რიცხვი.

ტყის სოკოებს საკმაოდ ბევრი მოყვარული ჰყავს საქართველოში. განსაკუთრებული პოპულარობით ნიყვი გამოირჩევა, თუმცა მაღალი ღირებულების სხვა სოკოებიც იზრდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მათ შესახებ ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია მომხმარებლებში. ამასთან, აქამდე, ბუნებრივი სეზონის დასრულების შემდეგ ბაზარზე მხოლოდ სათბურის სოკოები იყო ხელმისაწვდომი,"-გვიამბობს ირაკლი დოლიძე.

"მიმაჩნია, რომ ასეთი პროექტები ხარაგაულისთვის მისი განვითარების თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია. მივესალმები ასეთ ინიციატივიან ბიზნეს ჯგუფებს და კომპანიებს. ეს არის საწარმო, რომელიც დაინტერესებულია ტყის პროდუქტის შესყიდვით, რაც ადგილობრივებს საშუალებას აძლევს დაკავდნენ კენკროვნების მოპოვებით, რაც კანონით არაა აკრძალული,"-ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.

"ფრიზ თი“ ტყის სოკოებს სეზონის განმავლობაში ადგილობრივი შემგროვებლებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იბარებს და შემდეგ დაბა ხარაგაულში საწარმოში ამუშავებს ან შოკურად ყინავს და აშრობს.

კომპანია ტყის სოკოებისა და ტყის პროდუქტების გარშემო მრავალმხრივ განვითარებას და სეზონზე, სოკოს ტურების განხორციელებას გეგმავს.


ნანახია: 161-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყის განახლების პროექტი პერმანენტულად გაგრძელდება და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების

ამინდი