Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'უდიდესი ტკივილია ამ უაღრესად ღირსეული, საკუთარ საქმესა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანის დაკარგვა პროფკავშირისთვის,'-თამაზ დოლაბერიძე გარდაიცვალა

თარიღი : 22-01-2023, 09:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ის მძიმე სენს ებრძოდა.

"ძალიან სერიოზული მისიით თურქეთის დედაქალაქ ანკარისკენ - უნდა განვახორციელოთ თურქეთის სამედიცინო სისტემის ინსპექტირება.

მიზანი: თურქეთის ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის დადგენა ონკოლოგიის მიმართულებით.

ვიცი, რომ თუ ინსპექტირების შედეგები დადებითი იქნება, ეს ბევრ ჩემს ახლობელს გაუხარდება,"-წერდა 8 იანვარს თამაზ დოლაბერიძე.

"პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანების აპარატის წევრები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილისა და მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის, დარგობრივი ორგანიზაციის თავჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. უდიდესი ტკივილია ამ უაღრესად ღირსეული, საკუთარ საქმესა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანის დაკარგვა პროფკავშირისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.

განსაკუთრებით თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და შრომით კოლექტივს, დარგის წევრებს...

რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, რასაც ამ დიდი დანაკლისის, საუკეთესო მეგობრის დაკარგვის გამო განვიცდით...,"-ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების სამძიმრის წერილში.


ნანახია: 262-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროფკავშირების წარმომადგენლები ადგილზე ქუთაისელი მეტალურგების პრობლემებს გაეცნენ.
როგორც მეტალურგთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემ სააგენტო topnews.com.ge--სთან საუბარში განაცხადა, 'საქნახშირ ჯი აი
მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას

ამინდი