Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში მცხოვრებ დევნილებს სხვადასხვა სახის სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა საჩუქრად გადაეცათ

თარიღი : 20-01-2023, 18:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ფონდ „აფხაზინტერკონტი“-ს წარმომადგენლებთან ერთად ვანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC) ახორციელებს პროექტს: „საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენება - დევნილი თემის ეკონომიკური განვითარება”. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვანში მცხოვრებ დევნილებს, სხვადასხვა სახის სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა საჩუქრად გადაეცათ.

პროექტის მიზანია - „დევნილი თემის შემოსავლების გენერირება, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ეფექტიანი კომუნიკაციის და ციფრული ტექნოლოგიების ინსტრუმენტების გამოყენებით“.

პროექტის ამოცანებია:

მიზნობრივი თემების საარსებო წყაროებისა და საქმიანი – ინიციატივების, ახალი შესაძლებლობების გამოვლენა, საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებაში ხელშეწყობა ინდივიდუალური და ჯგუფური საშემოსავლო პროექტების ხელშეწყობა "დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის ტერიტორიული სამართველო გაძლიერების ხელშეწყობა.

ადგილობრივი სათემო ორგნიზაციების ბიზნეს მენტორინგის ქსელის შექმნა, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშესაწყობად.

პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი საქმიანობები:

დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა გადამზადება ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში, ერთობლივი საშემოსავლო პროექტების წახალისება/დაფინანსება.

ადგილობრივ დამსაქმებელ ბიზნეს კომპანიებში დევნილი თემების წარმომადგენელთა მომზადება/გადამზადება დამსაქმებლისათვის საჭირო კვალიფიკაციის მისაღებად. დევნილი და მასპინძელი თემის მცირე მეწარმეთა, პროდუქციის პოპულარიზაცია.


ნანახია: 128-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიზანს დევნილთა საარსებო წყაროების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის წყაროების გაზრდა წარმოადგენს.
დევნილებს მინისტრის მოადგილესთან მამუკა ცოტნიაშვილთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები-თერჯოლის მუნიციპალიტეტის
აღნიშნულს ის პროექტი ითვალისწინებს, რომლის განხორციელების უფლება საქველმოქმედო -ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ საგრანტო

ამინდი