Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნაციონალური მოძრაობა' პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება

თარიღი : 13-01-2023, 21:04 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო,
რომელიც 26 იანვრის 10:00 სთ-მდე გაგრძელდება.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგისტრაცია, ისევე, როგორც ხმის მიცემა განხორციელდება ელექტრონულად, უნიკალური ტექნოლოგიური პლატფორმის “ბლოკჩეინი” სისტემის გამოყენებით.

"უზრუნველყოფილია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიისა და ხმის ფარულობა, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა (ვის მისცა ხმა).

რეგისტრაციისთვის ამომრჩეველს შეუძლია იხელმძღვანელოს ვიდეო ინსტრუქციით, რომელიც განთავსებულია პარტიის ოფიციალურ “facebook” გვერდზე.

რეგისტრაციისას წარმოშობილი კითხვების ან პრობლემების შემთხვევაში ამომრჩეველს შეუძლია მიმართოს პარტიის ცხელ ხაზს ნომერზე: 032 2 47 11 55 12:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები, უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება : 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე.

რეგისტრაციისთვის გადადით მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/unmelection2023,"-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 205-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს.
"ნაციონალურმა მოძრაობა"-მ ქუთაისში კონფერენცია გამართა.
"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტში საარჩევნო შტაბი გახსნა. ბაქრაძე
პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი ამომრჩეველს და დაინტერესებულ პირებს ჭიათურის ქუჩებში

ამინდი