Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დარღვევები, რომელიც 2022 წელს იმერეთში გამოვლინდა

თარიღი : 13-01-2023, 14:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 12 295 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 509 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

დეპარტამენტის ცნობით, ყველაზე მეტი - 3 881 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება; 1 802 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 1 298 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 781 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია.

2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 718, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 1 843, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 1 103, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 754, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 397, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 366 და ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის 327 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 906 ფაქტია გამოვლენილი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 760 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს კახეთში. 2 730 ფაქტია გამოვლენილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 1 674, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 1 532, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 166, ქვემო ქართლში - 769, სამცხე-ჯავახეთში - 760 ფაქტი. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 62 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში 842 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 19 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


ნანახია: 149-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მათ შორის 214 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
ივლისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოვლინდა.

ამინდი