‘ნაციონალური მოძრაობა’ ქუთაისის საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

“ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ქუთაისის საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადეს.
მათი განცხადებით, პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ. ისინი ასევე, სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
“ირღვევა ადამიანის ფუნდამენტალური უფლება -სიცოცხლის უფლება. სიკვდილით დასჯა 25 წლის წინ გააუქმეს, მაგრამ დღეს ჩვენ გვყავს სიკვდილმისჯილი პატიმარი და ეს ადასტურებს, რომ სისტემა არადემოკრატიულია. მმართველი გუნდი უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვაზე და ამით უარს ეუბნება საქართველოს ევროპულ მომავალს,"-ამბობს “ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხათუნა არველაძე.
ოპოზიციონერი კოლეგების გადაწყვეტილებას ეხმიანება ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე.
“მაშინ როდესაც ქალაქის მთავარი ფინამსური დოკუმენტი განიხილება და ეს ეხება 150 ათას ჩვენს მოქალაქეს, ბოიკოტის რეჟიმი მიუღებელია. ეს ნიშნავს, რომ ბოიკოტს მოქალაქეების ინტერესებს უცახდებ. ამ ყველაფერს შევაფასებ როგოროც დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც არ არის ორიენტორებული პოლიტიკური პროცესის და დემოკრატიის განვითარებაზე,”-ამბობს ირაკლი შენგელია.