Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წელის ტკივილი, მოტეხილობები, სმენისა და მხედველობის დაკარგვა, ასევე ინსულტი და დემენცია-ჩივილები, რომელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად უჩივიან

თარიღი : 8-12-2022, 17:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უახლესი ანგარიში ცხადჰყოფს, რომ 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში, ხოლო 394 მილიონი ევროპის რეგიონში ცხოვრობს ჯანმრთელობის მინიმუმ ერთი მდგომარეობით, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას.

მოსახლეობის სწრაფად დაბერება, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და რეაბილიტაციის სარგებლის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობა მთავარ მიზეზთა შორისაა.

ანგარიშის მიხედვით, ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც საჭიროებენ რეაბილიტაციას, არ აქვთ წვდომა მასზე. რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობის ძირითადი ბარიერებია ინფორმირებულობის სიმცირე იმის შესახებ, თუ რა არის რეაბილიტაცია, როგორ მუშაობს ის და რა არის მისი სარგებელი, ასევე მცდარი წარმოდგენები მისი ხელმისაწვდომობის შესახებ.
რეაბილიტაციის პროფესიონალების დეფიციტი აფერხებს მისი სერვისების ხელმისაწვდომობას. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 12-ჯერ ნაკლები ფიზიოთერაპევტი, 141-ჯერ ნაკლები ოკუპაციური თერაპევტი და ექვსჯერ ნაკლები პროთეზირებისა და ორთოტიკის პროფესიონალები არიან, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში.

ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული მდგომარეობები, რომელიც იწვევს რეაბილიტაციის საჭიროებას არის, წელის ტკივილი, მოტეხილობები, სმენისა და მხედველობის დაკარგვა, ასევე ინსულტი და დემენცია. ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ ადამიანების ცხოვრებაზე და მათ შრომის უნარზე, ქვეყნებს ემუქრებათ მილიონობით დოლარის ხარჯები ეკონომიკური პროდუქტიულობის ნაკლებობის, მზარდი სიღარიბისა და უმუშევრობის გამო.

„რეაბილიტაცია ჯანდაცვის საბაზისო სერვისია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც იგი სჭირდება და ჯანდაცვის ყველა დონეზე,“ - ამბობს ჰანს ჰენრი კლუგე, ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი. „თუ საჭირო ზომები არ იქნა მიღებული, ქვეყნები რისკავენ ადამიანთა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური პროდუქტიულობის შემცირებას, რადგან ბევრ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია საზოგადოებაში სრულფასოვანი წვლილი შეიტანოს.“

რეაბილიტაციის მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირის მხარდაჭერა, რათა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს მისი ფუნქციონირება. ფუნქციონირების სირთულეები წარმოიქმნება ისეთი დარღვევების გამო, როგორიცაა ტკივილი ან კუნთების სისუსტე, თავის მოვლისა ან სიარულის სირთულე. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაცია ხელმისაწვდომი იყოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკულ დაავადებათა უმეტესობა იმართება, ასევე სახლზე და სკოლებში.

“ევროპასა და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში, სარეაბილიტაციო სერვისები ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მხოლოდ მეორე და მესამე დონის დაწესებულებებში და ძირითადად ურბანულ ზონებში, სოფლად კი რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობაა. ჯანდაცვის სისტემათა უმეტესობაში რეაბილიტაცია არ არის სრულად და ეფექტურად ინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის სფეროში. ეს უნდა შეიცვალოს,”-ამბობს ნატაშა აზოპარდი მუსკატი, ჯანმოს ქვეყნების ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების დირექტორი.
 
განვლილი პროგრესის მიუხედავად, გაცილებით მეტია საჭირო იმისათვის, რათა რეაბილიტაცია გახდეს უფრო ხელმისაწვდომი.
მტკიცებულებები აჩვენებს, რომ რეაბილიტაცია ხარჯთეფექტურია და ხელს უწყობს ჯანმრთელობის ინტერვენციების საუკეთესო შედეგების მიღწევას და შენარჩუნებას. რაც მთავარია, რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის უფლების რეალიზებას.

პოსტ-კოვიდურმა მდგომარეობამ გაამახვილა ყურადღება რეაბილიტაციის საჭიროებაზე. ქვეყნები აღიარებენ მდგომარეობის სერიოზულობას და თუ რამდენად დიდი როლი აკისრია რეაბილიტაციას ხანგრძლივი კოვიდით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერაში.

კვლევებმა აჩვენა, რომ რეაბილიტაციას პოტენციალი აქვს თავიდან აიცილოს ძვირადღირებული ჰოსპიტალიზაცია, შეამციროს საავადმყოფოში გატარებული დრო, ხელახალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და ჯანმრთელობის პრობლემების გართულებების რისკი. ფუნქციებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარის გაუმჯობესებით, რეაბილიტაცია ამცირებს მუდმივი მოვლის ხარჯებს და ეხმარება ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ განათლებასა და მუშაობაში.
 
WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი მოუწოდებს ქვეყნებს:

გახადონ რეაბილიტაცია პრიორიტეტული და მიიჩნიონ იგი ჯანდაცვის საბაზისო სერვისად, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის დროს.

მოახდინონ რეაბილიტაციის ინტეგრირება ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე – პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში, საავადმყოფოებსა და სპეციალიზებულ ცენტრებში. ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა რეაბილიტაციის სერვისებზე.

ხელი შეუწყონ ადექვატური და კარგად გაწვრთნილი მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო სამუშაო ძალის ჩამოყალიბებას რეაბილიტაციის სერვისების მიწოდების მიზნით.


ნანახია: 270-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში სულ 3 720 000 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 32 000, რომელიც შედარებით

ამინდი