Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2023 წელს მთავრობა საქართველოში არსებული ავტოსადგომების მოწესრიგებას გეგმავს

თარიღი : 6-12-2022, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მთავრობა 2023 წელს იმ კანონპროექტის მიღებას გეგმავს, რომელმაც ავტოსადგომების საქმიანობა უნდა დაარეგულიროს

პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თქმით, ავტოსადგურები და ავტოსადგომები არც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს და არც ვიზიტორების.

“ავტოსადგომებთან დაკავშირებით ჩვენ გამზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება და შესაბამისად მოხდება ამ მიმართულების დარეგულირება, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელი ავტოსადგომები აბსოლუტურად დერეგულირებულია. შეიძლება ეს კარგი იყოს, მაგრამ ისინი ვერ პასუხობენ იმ მინიმალურ პასუხებს, რასაც ჰქვია ხარისხის, სანიტარული, უსაფრთხოების, თუ მგზავრებზე ზრუნვის სტანდარტები, მათ შორის, მომსახურების ხარისხი, იგივე ბილეთების გაყიდვის, გრაფიკებთან დაკავშირებით საიმედოობა და ბევრი სხვა რამ. ეს ყველა დეტალი გაწერილია. რამდენიმე კატეგორიის ავტოსადგომი იქნება და საქართველოში მალე მივიღებთ იმ სტანდარტის ავტოსადგომს, როგორიც არის ევროკავშირში. როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმის მნიშვნელობაზე დამეთანხმებით, რომ არის სფეროები, სადაც აშკარად გვაქვს ჩამორჩენა და მათ შორის, ერთ-ერთი არის ეს - ჩვენი ავტოსადგურები და ავტოსადგომები არც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს და არც ვიზიტორების“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ნანახია: 310-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში განაცხადა, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის

ამინდი