Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘პაციენტი რომ შემოდის, ვიდრე ის მესაუბრება სიმპტომებზე, მე უკვე ვიცი რა ჭირს და 100-დან 80, 85 შემთხვევაში ჩემი წინასწარი დიაგნოზი მართლდება,’-ადგილი ქუთაისში, სადაც პაციენტებს წამლების გარეშე მკურნალობენ

თარიღი : 6-12-2022, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კინეზიოლოგია ეს არის მეცნიერება მოძრაობის შესახებ. კინეზიოლოგია განიხილავს ჯანმრთელობის მდგომარეობის იმ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან. ეს არის ძვლები, სახსრები, კუნთები, მყესები, შემაერთებელი ქსოვილი და მასთან დაკავშირებული, ასოცირებული ორგანო.
ქუთაისში უკვე არსებობს ცენტრი, სადაც საყრდენ-მამოძრავებელი
სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებს მკურნალობენ და მკურნალობის შედეგი წარმატებულია.

საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ კინეზიოლოგ, რეფლექსოთერაპევტ და მასაჟის თერაპევტ მარიკა ჩხიკვაძესთან, რომელიც ქუთაისში არსებულ კინეზიოლოგიურ ცენტრ “მალა მედი”-ს თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია.


-ქალბატონო მარიკა, კინეზიოლოგიურ ცენტრ “მალა მედის” სახით ქუთაისში სიახლეა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რა პრობლემების მქონე პაციენტებს ემსახურება თქვენი ცენტრი?

კინეზიოლოგიური ცენტრი “მალა მედი” ის სიახლეა ქუთაისისთვის, რაც ქალაქს ძალიან ჭირდება. საქართველოს კინეზიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, კინეზიოლოგიურ ცენტრ, „მალა-მედის“ დამფუძნებელი, ექიმ-კინეზიოლოგი ზაზა კრაწაშვილი პირველი კინეზიოლოგია საქართველოში, რომელიც გამოყენებით კინეზიოლოგიას იყენებს პაციენტების მკურნალობის პროცესში. თბილისში გვყავს ძალიან ბევრი პაციენტი. რეგიონებიდან იყო დიდი მოთხოვნა და გადავწყვიტეთ, რომ დასავლეთში პირველი კინეზიოლოგიური ცენტრი ქუთაისში ყოფილიყო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თითოეულ კუნთს, თითოეულ მყესს აქვს თავისი ასოცირებული ორგანო. კინეზიოლოგიაში ასე ვეძახით: გულის კუნთი, თირკმლის კუნთი, კუჭის კუნთი. მაგალითად, თუკი ე.წ. კუჭის კუნთს პრობლემა აქვს, დიდია იმის ალბათობა, რომ კუჭმა შესაბამისად ვერ იფუნქციონიროს ან პირიქით, თუ ნაღვლის ბუშტის ჯანსაღი მდგომარეობა შერყეულია, ასიდან 95 შემთხვევაში, პრობლემურია ე.წ. ნაღვლის ბუშტის კუნთი ანუ მუხლქვეშა კუნთი. როცა პრობლემებს ვამბობ, ვგულისხმობ ამ კუნთების ნორმოტონიიდან გამოსვლას ანუ ნორმალური ტონუსის დაკარგვას, რაც შემდეგ სხვადასხვა სახით ვლინდება.

ამ ყველაფრის დიაგნოსტირება სწორად და მარტივად ხდება გამოყენებითი კინეზიოლოგიის საშუალებით. მისი უპირატესობა არის ის, ჩვენ ვპოულობთ საწყის პრობლემას და ვმკურნალობთ სისტემურად. გასათვალისწინებელია, რომ ტკივილი სადაც არის, ის არ არის ყოველთვის ბოლო აკორდი. ორგანიზმი მანამ, ვიდრე კომპენსაცია ყოფნის, ცდილობს, თუ ერთმა კუნთმა, ერთმა სისტემამ ვერ იმუშავა, ფუნქციები მეორემ აიღოს თავის თავზე. თუ მეორემაც არ იმუშავა, ორივე კუნთის ფუნქციას მესამე აიღებს თავის თავზე და ვიდრე ძალიან არ გადაიღლება კუნთების ჯგუფი და არ დაიწყებს ყვირილს, “მიშველეთ”, მანამ ჩვენ ვერაფერს ვიგებთ. ამ დროს უკვე სამი, ოთხი, მინიმუმ ორი კუნთოვან-მყესოვანი ჯგუფი არის მწყობრიდან გამოსული. საწყის პრობლემამდე ჩასვლა, საწყისი პრობლემის პოვნა და სწორად მკურნალობა თავიდან ბოლომდე -ეს არის გამოყენებითი კინეზიოლოგიის პრიორიტეტი.

ხშირად ყოფილა, მოდის პაციენტი, ამბობს, რომ ტკივა ზურგი და უნდა ამ პრობლემისგან გათავისუფლდეს. ხშირად უთქვამთ პაციენტებს, მიჭირდა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, კარდიოლოგთან ვფიქრობდი მისვლას და აღარ დამჭირდა-ო. არ დაჭირდა იმიტომ, რომ ეს არ იყო გულსისხლძარღვთა პრობლემის ბრალი, სისხლის მიმოქცევის სისტემის ბრალი, ეს იყო ზუსტად კუნთების პრობლემა. ფილტვის გაშლას რომელი კუნთიც უზრუნველყოფს, ასეთი კუნთების დიდი ჯგუფი არსებობს. თუ კუნთების სისტემა გამართულად არ მუშაობს, ვერ ხდება ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის ბოლომდე გამოყენება. ადამიანი ვერ ჩაისუნთქავს იმდენ ჰაერს, რამდენიც ეტევა და სჭირდება მის ფილტვებს და აქვს შეგრძნება, რომ ჰაერის უკმარისობა აქვს.

-“მალა მედი”-ს ქუთაისის ფილიალი და თქვენ ცნობილი ხართ, როგორც ასე ვთქვათ, წამლის გარეშე მკურნალი. რა არის ის მეთოდები და მიდგომა, რომელსაც თქვენ პაციენტებთან მიმართებაში იყენებთ?

ჩვენი მიზანი არის, რომ პაციენტებს ფარმაკოლოგიური პრეპარატების გარეშე მივცეთ შვება. კინეზიოლოგია არ ამბობს და არ განიხილავს დაავადებას და არ ამბობს სიტყვა დაავადებულს. ჩვენ ვამბობთ: ჯანსაღი ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გადახრა და ვეხმარებით ორგანიზმს დაიბრუნოს ჯანსაღი ფიზიოლოგიური მდგომარეობა. თუმცა ეს შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი მოეჩვენოთ ჩვენს კოლეგებს, მედიკოსებს და გვითხრან, რომ არსებობს უამრავი გარე ფაქტორი, მაგალითად ინვაზიები, ინფექციები, რომლებიც გარედან შეჭრილი ვირუსია, მიკრობია. როდესაც ჩვენთან მოდიან ასეთი პაციენტები, იმ კუნთების და სახსრების შემთხვევაში ვეხმარებით, რომელიც ვირუსმა დააზიანა. როდესაც გამომწვევი მიზეზია გარედან შემოსული ცოცხალი სხეული, მას უნდა ებრძოლოს შესაბამისი პროფილის ექიმმა და ჩვენ ერთად ძალიან კარგ შედეგს ვდებთ.
თუ ჩვენ ვიყენებთ რაიმეს, ეს არის მხოლოდ ნატუროპათიური, ჰომეოპათიური, ფიტოთერაპიული საშუალებები.

-ქალბატონო მარიკა, საინტერესოა ის სერვისები, რომელსაც თქვენი კინეზიოლოგიური ცენტრი პაციენტებს სთავაზობს? ანუ რა მომსახურების მიღება შეუძლიათ ადგილზე პაციენტებს?

პაციენტის კინეზიოლოგიური დიაგნოსტირება იწყება ჩვენს ცენტრში შემოსვლიდან-პაციენტი როგორ შემოდის, როგორ მოძრაობს, როგორი აქვს სახის გამომეტყველება, როგორი აქვს დგომა, ჯდომა, როგორი არის დინამიკაში, სად აფიქსირებს მზერას, გიყურებს თუ არა თვალებში-ეს ყველაფერი თითოეული კუნთის, თითოეული დაავადების წინასწარ სურათს გვიქმნის, დაახლოებით რა შეიძლება ჭირდეს ამ ადამიანს.
პაციენტი რომ შემოდის, ვიდრე ის მესაუბრება სიმპტომებზე, მე უკვე ვიცი რა ჭირს და 100-დან 80, 85 შემთხვევაში ჩემი წინასწარი დიაგნოზი მართლდება.

ჩვენი პირველი სერვისი ეს არის ანამნეზის აკრება, პაციენტის მოსმენა და შემდეგ უკვე კინეზიოლოგიური დიაგნოსტირება. კინეზიოლოგიური დიაგნოსტირება არის შემდეგი: კუნთში ტონუსის მატება-კლების მიხედვით ჩვენ ვხვდებით პაციენტის რომელ კუნთთან, რომელ სახსართან უნდა ვიმუშაოთ, რომელი ორგანო შეიძლება იყოს ჩათრეული, რომ შემდეგ შესაბამისი პროფილის ექიმთან გავუშვათ შესაბამის კვლევაზე, რათა კომპლექსურად ჩატარდეს მკურნალობა. თუკი ნაღვლის ბუშტი არის ნაღველკენჭოვანი დაავადებით, ჩვენ ვუმკურნალებთ მუხლქვეშა კუნთს, რაც დაეხმარება შესაბამისი პროფილის ექიმს, რომ უფრო კარგი შედეგი მიიღოს თავისი პროფილით ნაღვლის ბუშტის მკურნალობაზე და პირიქით, მათი დანიშნული მკურნალობა ჩვენ გვეხმარება, რომ მუხლქვეშა კუნთს უფრო სწრაფად აღვუდგინოთ თავისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა-გაქრეს ტკივილი, ჩაქრეს ანთებითი პროცესი.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე უნივერსალური აპარატი. ერთი არის სპეციალური აპარატი, რომელსაც გააჩნია შემდეგი თვისება: როგორც კანში, ასევე კუნთებში, ღრმა ქსოვილებში, სახსრებში და ძვალსაზრდელამდეც კი მიდის ამ აპარატიდან მაგნიტური ტალღა, რომელიც უზრუნველყოფს მოლეკულურ დონეზე იმოქმედოს ორგანიზმზე და აღადგენინოს ელასტინისა და კოლაგენის წარმოქმნა. ელასტინი და კოლაგენი არის ის ცილები, ის საშენი მასალა, რომელიც აუცილებელია სახსრის და კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ეს აპარატი აბსოლუტურად უწამლოდ, პრეპარატის გარეშე ახდენს აღდგენას. ასევე, ჩვენ გვაქვს ბიოენერგო მასაჟორი. ეს არის ჩინური მედიცინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით მიღებული აპარატი, რომელიც ადამიანის ბიოდენის ექვივალენტ დენს გამოიმუშავებს. ამ აპარატთან მუშაობაში ერთვება სპეციალური ხელთათმანი, რომელშიც არის მეტალის შენადნობის უწვრილესი ძაფები. სწორედ ეს ძაფები გვეხმარება აპარატიდან ადამიანის სხეულამდე ბიოდენის მიტანაში. ამ აპარატის საშუალებით შეგვიძლია ადამიანის ორგანიზმს დიდი რაოდენობით ბიოდენი მივაწოდოთ. ასევე, აპარატის საშუალებით ჩვენ მივყვებით ბიოენერგეტიკულ არხებს, აღმოსავლური მედიცინის მიხედვით, მერიდიანებს, და ამ მერიდიანებზე რომელი დაავადების ექვივალენტური წერტილიც არსებობს, ყველა წერტილი მუშავდება, რასაც გავივლით აღნიშნული ხელთათმანით მასაჟის გაკეთებისას. ეს აპარატი აკეთებს ზუსტად იმას, რომ ადამიანი მოდის ერთი პრობლემით, მის სამკურნალოდ და ვმკურნალობთ ყველაფერს, თუ რაიმე პრობლემა აქვს ორგანიზმში.

ეს აპარატი წარმატებით გამოიყენება ინსულტისშემდგომი რეაბილიტაციის პროცესში, აქვს საოცარი შედეგები, განსაკუთრებით რეფლექსოთერაპიულ პროცედურებთან ერთად. რეფლექსოთერაპია ეს არის მეცნიერება, რომელიც მუშაობს შემდეგი პრინციპით: ჩვენ ვუშვებთ თავის ტვინში იმპულსს, რომელი იმპულსის საპასუხოდაც თავის ტვინი სხვადასხვა გართულებებსა და დისფუნქციებს აღმოფხვრის. ორგანიზმს ვაძლევთ ბრძანებას, რომ საკუთარი თავი გაიჯანსაღოს.

-და ბოლოს, მინდა გკითხოთ, თქვენი მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, რას ურჩევდით პაციენტებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა?

ჯანსაღი ცხოვრების წესთან ყველაზე ახლოს არის ინდური, ინდონეზიური მიმართულება, რომლის მიხედვით, ადამიანის საკვების 70% უნდა შეადგენდეს თერმულად დაუმუშავებელ, ცოცხალ პროდუქტს. ცოცხალი პროდუქტი ნიშნავს, რომ უნდა იყოს ცოცხალი ხილი, ცოცხალი ბოსტნეული.

ჯანმრთელობა რომ შევინარჩუნოთ, ამისათვის აუცილებლად უნდა ვიკვებოთ სწორად, უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, თუ უკვე გვაქვს მავნე ჩვევები, მოვიშოროთ და თუ ჯერ არ დაგვიწყია, არასოდეს არ დავიწყოთ. და მოძრაობა. მოძრაობა ეს არის საოცარი რაღაც. თუ ჩვენ გვინდა ვიცოცხლოთ, თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ დიდხანს, არასდროს უნდა შევწყვიტოთ მოძრაობა და ეს უნდა დავიწყოთ ფიზიკური მოძრაობით. სწორი მოძრაობა. თუ როგორ ვიმოძრაოთ სწორად, ამაშიც ვეხმარებით ადამიანებს. ვასწავლით სწორად ჯდომას, წოლას, ადგომას.

მარტო კინეზიოლოგია, მარტო კინეზიოლოგი, რეფლექსოთერაპევტი თუ სხვა დარგის სპეციალისტი ვერაფერს გახდება, თუ კონკრეტულად ადამიანმა, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, საკუთარი ჯანმრთელობის აღდგენას არ შეუწყო ხელი. მოდით უხეშად გეტყვით: ადამიანი არ შექმნილა ნარჩენის, ნაგვის და ათასი უბედურების გადამამუშავებელ მანქანად. ადამიანის ორგანიზმმა უნდა მიიღოს ის, რაც მას სჭირდება ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად, უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება რითი ვიკვებებით, რას ვსვამთ, რას ვსუნთქავთ. პაციენტები, რომლებიც გვემორჩილებიან და არ არიან ურჩები, დანიშნულ ცხოვრების წესთან ერთად, ჩვენი პროცედურებით ისეთ შედეგებს აღწევენ, რომ მე თვითონაც გაკვირვებული ვარ. ამდენი წელია ამ სფეროში ვარ და გაოცებული ვარ: როდესაც პაციენტს უნდა იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი და მოგვყვება, საოცარ შედეგებს ვიღებთ.


ნანახია: 301-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდებით დაკომპლექტებული პარტიის დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ მათ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის

ამინდი