Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯანდაცვის სამინისტრომ 7 ექიმს საქმიანობა დროებით შეუჩერა

თარიღი : 29-11-2022, 14:40 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა 7 ექიმს.

პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 296 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 219 ექიმს, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 56 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.


ნანახია: 231-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ცნობით, 2017 წლის იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო სამედიცინო
პაციენტის მიმართვის შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა დარღვევები და განცხადებაში
ექიმების გულგრილობა და სამედიცინო შეცდომები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში პაციენტთა დაღუპვის
როდესაც ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ, არც ისე ცოტაა. მხოლოდ ივლისში 3 ასეთი შემთხვევა გახმაურდა.

ამინდი