ქალს, რომელსაც სესხის გადახდა დაუგვიანდა, ბანკი ოჯახის მარჩენალი ძროხის დაკვლით ემუქრება
თარიღი : 28-11-2022, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს სოფელ მესხეთში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალს „კრედო ბანკი“ ოჯახის მარჩენალი მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლით ემუქრება.
„იურისტთა ასოციაციის“ იურისტ ლევან ჭელიძის თქმით, ქალს „კრედო ბანკი“-დან იპოთეკური სესხი აქვს აღებული. სესხი სამწლიანია და უზრუნველყოფის სახით საცხოვრებელი სახლია ჩადებული.
„სამი წლიდან ორი წელი უკვე გასულია და ერთი წელია დარჩენილი. ეს ქალბატონი სესხს პატიოსნად იხდის. ამ თვეში შეექმნა გადახდის პრობლემა, რამდენიმე დღე დაუგვიანდა. ბანკის წარმომადგენელმა კი უთხრა, რომ თუ თანხას არ გადაიხდიდა, იმ ერთადერთ ძროხას დაუკლავდნენ და გაუყიდდნენ, რომელიც ოჯახის მარჩენალია. ქალს ერთი შვილი ჰყავს, რომელიც საზღვარგარეთ წავიდა და სამსახურს ელოდება. ოჯახში არის შვილიშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს,“-ამბობს ლევან ჭელიძე.