მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების ჩასატარებლად, მთავრობა 70 მლნ ლარს გამოყოფს
თარიღი : 28-11-2022, 14:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მთავრობა 70 მლნ ლარს გამოყოფს მომდევნო 2 წლის ზაფხულში კონცერტების ჩასატარებლად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, გვაქვს გეგმა, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსვკლავები. ივნისის, ივლისის, აგვისტოს პერიოდში და სექტემბრის დასაწყისშიც ქვეყანაში გაიმართება კონცერტყები, როგორც ბლექ სი არენაზე, ისე სტადიონებზე. ამისთვის გამოვყოფთ 70 მლნ ლარს და შემდეგი 2 წლის განმავლობაში ეს პროექტი დაფინანსდება,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.