ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატები ‘ხალხის ძალა’-ს შეუერთდნენ
თარიღი : 27-11-2022, 18:48 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დეპუტატებმა – ეკა შველიძემ და ავთანდილ ვეფხვაძემ დატოვეს და მოძრაობა “ხალხის ძალა”-ს შეუერთდნენ.
„ყველაზე მეტად ვცემ პატივს იმას, ვინც დაგველაპარაკება როგორც თანასწორს და არ მოგვახვევს თავზე იმას, რაც ჩვენს ტრადიციას, გემოვნებასა და ისტორიულ წარსულს არ შეესაბამება. ბევრი რამის მიმართ პროტესტი მაქვს და ახლა მომეცემა საშუალება, ეს ყველაფერი ხმამაღლა ვთქვა, რა არ მომწონს სტრატეგიული პარტნიორისა თუ მტრისგან,”-ამბობს ეკა შველიძე.
დეპუტატი ავთო ვეფხვაძე ამბობს, რომ მან ფრაქციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ეკა შველიძესთან ერთად მიიღო და მოძრაობა „ხალხის ძალის“ მოსაზრებებსა და შეხედულებებს სრულად იზიარებს.