Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში სპეციალური დანიშნულების ატრაქციონი დააზიანეს

თარიღი : 26-11-2022, 16:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მოტორული განვითარებისთვის საჭირო ატრაქციონზე, ვანდალიზმის ფაქტი მოხდა.

რესპუბლიკის ქუჩის დასაწყისში მდებარე ატრაქციონთან, ორი დღის წინ განთავსებული, ახალი მოსასვენებელი სკამები დააზიანეს.

“მუნიციპალიტეტში თითოეული პროექტი იგეგმება და ხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში გარემო იყოს მოწესრიგებული, ხოლო ადგილობრივებისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის დასვენება უფრო კომფორტული. სწორედ ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს არსებული და ახალი სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოებს. მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ გარემოს. არ შეგვეფერება ეს სამტრედიელებს,”-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 470-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი