Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დუროიანი, გადაშენების პირას მყოფი სახლები მთის რაჭის სოფელში

თარიღი : 26-11-2022, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სულ ახ­ლა­ხან რა­ჭა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა... მან თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ღე­ბის, დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­მაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო... გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ, დუ­რო­ი­ან სახ­ლებ­ზე თა­ვად ფო­ტოგ­რა­ფი გვი­ამ­ბობს...

- გი­ორ­გი, რა­ჭა­ში ბევ­რგან იმ­ყო­ფე­ბო­დით, მაგ­რამ ღებ­მა თქვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, რით არის ეს სო­ფე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი ?

- ღები მთის რა­ჭის ყვე­ლა­ზე დიდი და გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის მქო­ნე სო­ფე­ლია. 2014 წლის ზა­ფხულ­ში გახ­ლდით პირ­ვე­ლად ამ და­ლოც­ვილ კუ­თხე­ში და იქ მოხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე გა­მა­ო­ცა სამ­კურ­ნა­ლო მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის სი­უხ­ვემ... ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ღებს პირ­ვე­ლად 1503 წელს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მკვლე­ვა­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხუთი სა­უ­კუ­ნის წინ ღები სვა­ნე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და, თუმ­ცა აქ სვა­ნუ­რი ყო­ფის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი - არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.
https://i.postimg.cc/LX8NYBMb/4-E35-E890-ABC1-42-FF-87-AD-59-F14-A93439-A.jpg
სოფ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­სა­ხე­ლე­ბა შე­მორ­ჩა სვა­ნუ­რი. „ღებ“ ჩაღ­რმა­ვე­ბულ ად­გილს ნიშ­ნავს, არის მე­ო­რე ვერ­სი­აც აქ ვინ­მე მღე­ბა­ვი და­სახ­ლე­ბუ­ლა და სოფ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც აქე­დან და­ერ­ქვა. ღებ­ში დი­ა­ლექ­ტი მე­ტად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია არც რა­ჭულს ჰგავს არც სვა­ნურს. ღე­ბე­ლე­ბი თავს რაჭ­ვე­ლე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვენ. ონი­დან ამო­სულ ადა­მი­ან­ზე იტყვი­ან რა­ჭი­დან ამო­ვი­დაო. ხოლო როცა თა­ვად ონში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან ამ­ბო­ბენ რა­ჭა­ში მივ­დი­ვარ­თო, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ ყვე­ლა­ზე სუფ­თა ქარ­თუ­ლით ამ სო­ფელ­ში სა­უბ­რო­ბენ, სი­ტყვა­თა მა­რა­გიც მდი­და­რი აქვთ.

- თით­ქმის არა­ვის გა­უ­გო­ნია დუ­რო­ი­ან სახ­ლებ­ზე, გვი­ამ­ბეთ მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ?
- ღებ­ში ჩემი ჩას­ვლის მი­ზე­ზი ღე­ბუ­რი "დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლის“ მო­ნა­ხუ­ლე­ბა გახ­ლდათ და გა­მე­გო მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს 1890 წელს იტა­ლი­ე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი და მთამ­სვლე­ლი ვი­ტო­რიო სელა კავ­კა­სი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ღებს ეწ­ვია, მისი უნი­კა­ლუ­რი ფოტო მა­სა­ლით ირ­კვე­ვა რომ ღებ­ში დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლე­ბი და კოშ­კე­ბი მრავ­ლად ყო­ფი­ლა, სახ­ლს თავ­დაც­ვი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ჰქო­ნია: ოთხ სარ­თუ­ლი­ა­ნი კოშ­კის მე­ო­თხე სარ­თულს დუ­რო­ე­ბი (სა­თო­ფუ­რე­ბი) ჰქონ­და და­ტა­ნე­ბუ­ლი ქვით­კი­რით ნა­შენ კედ­ლებ­ში.

სახ­ლის პირ­ველ სარ­თულს სა­ქონ­ლის სად­გო­მად იყე­ნებ­დნენ, მე­ო­რე სარ­თულ­ზე ოთა­ხის შუ­ა­გულ­ში კერა იყო გა­მარ­თუ­ლი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. მე­სა­მე სარ­თუ­ლი წლის სარ­ჩოს და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­ვენ­ტა­რის შე­სა­ნა­ხად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. სარ­თუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს შიდა კი­ბით უკავ­შირ­დე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის ფე­ხის მო­კი­დე­ბის შემ­დგომ დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მავ­ნებ­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბით გაქ­რო­ბას იწყებს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა ვინ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ამ დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლის არ­სე­ბო­ბა?
- მხო­ლოდ ჩემი მე­გობ­რის თამ­თა გა­ვა­შე­ლის წი­ნაპ­რებ­მა, მო­ა­ხერ­ხეს სახ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, არ ჩა­აქ­რეს კე­რია და გა­ნაგ­რძეს იქ ცხოვ­რე­ბა, ამით შეძ­ლეს შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ ის­ტო­რი­უ­ლი სა­ცხოვ­რი­სი. სა­დაც ერთ დროს ხუთი თა­ო­ბა აღი­ზარ­და, ამ სახ­ლში მცხოვ­რე­ბი უხუ­ცე­სი 93 წლის ვა­ლი­და ბებო მომსწრეა ამ ყო­ვე­ლი­ვე­სი.

- და რამ გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნამ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლი დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა?
- ნა­გე­ბო­ბა იმ­დე­ნად მყა­რი აღ­მოჩ­ნდა გა­უძ­ლო 1991 წლის რა­ჭის ძლი­ერ მი­წისძვრა­საც, მაგ­რამ ვერ გა­უძ­ლო უეც­რად მე­ხის და­ცე­მას. რა­მაც გა­მო­იწ­ვია ხან­ძა­რი. მხო­ლოდ მაშ შემ­დგომ გა­და­წყდა და სა­ხელ­მწი­ფომ სახ­ლს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აიღო შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფომ დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სახ­ლის გა­და­ხურ­ვა. წვი­მი­სა­გან კედ­ლე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და და­ი­წყო ეტა­პობ­რი­ვი ნგრე­ვა... 15 წლის წინ 4 კე­დე­ლი მთე­ლი იყო დღეს კი ორი კე­დე­ლიც აღარ არის.

- ვინ­მეს­გან თუ მო­დი­ო­და მცდე­ლო­ბა ამ სახ­ლის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ ?
- რო­გორც ვიცი არა­ვის­გან, მთე­ლი ბავ­შვო­ბა მხო­ლოდ თამ­თას ნატ­ვრა ყო­ფი­ლა ამ სახ­ლის აღ­დგე­ნა. ვის აღარ მი­მარ­თა მრა­ვა­ლი გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ... და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბის ასახ­დე­ნად შო­რე­ულ ემიგ­რა­ცი­ა­შიც გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა მა­ინც ვერ მო­ხერ­ხდა სურ­ვი­ლის ახ­დე­ნა, რად­გან აღ­დგე­ნა კო­ლო­სა­ლურ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თა­ნაც ძეგლის სტა­ტუ­სი აქვს.მის­თვის ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნია უყუ­რო თუ რო­გორ ინ­გრე­ვა და ქრე­ბა ერთ დროს ღე­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად წო­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი შე­მორ­ჩე­ნი­ლი დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მკვლე­ვა­რი გივი გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი 2000 წელს გა­მო­ცე­მულ წიგნ­ში "ღები" წერს
- მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყისს ასზე მეტი ასე­თი ნა­გე­ბო­ბა შეხ­ვდა ფეხ­ზე მდგო­მი. ცხოვ­რე­ბის ახა­ლი წე­სის დამ­კვიდ­რე­ბამ, ის­ტო­რი­ულ ძეგლ­თა დაც­ვის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფამ და სხვა უარ­ყო­ფით­მა მოვ­ლე­ნებ­მა ბევ­რი დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლი შე­ი­წი­რა და დღეს მხო­ლოდ ერ­თია პირ­ველ­ქმნი­ლი სა­ხით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ( ბე­ლო­ენთ სახ­ლი), რო­მე­ლიც გა­და­უ­დე­ბელ შე­კე­თე­ბას და დაც­ვას სა­ჭი­რო­ებს. კი­დევ ოთხი სახ­ლია შე­მო­ნა­ხუ­ლი ღებ­ში, რომ­ლებ­ზე­დაც ფრაგ­მენ­ტუ­ლა­დაა დუ­რო­ე­ბი შე­მო­ნა­ხუ­ლი, მათი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­და­კე­თე­ბის შემ­დეგ. ქო­რედ­მოხ­სნი­ლი სახ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი ათასს აღ­წევს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მოვ­ლა პატ­რო­ნო­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ. მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბებ­მაც უნდა ნა­ხონ და შე­იგ­რძნონ ძველ ნა­გე­ბო­ბა­თა სი­დი­ა­დე.

ღე­ბუ­რი კოშ­კი
1770 წლის ერთი სა­ბუ­თის მი­ხედ­ვით ღებ­ში უამ­რა­ვი კოშ­კი მდგა­რა. ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რა სა­ნა­ხა­ო­ბა, რა სი­ლა­მა­ზე იქ­ნე­ბო­და ამ­დე­ნი ცა­თამ­ბრჯე­ნის და იშ­ვი­ა­თი გა­რე­მოს შერ­წყმა ერ­თმა­ნეთ­თან. თუკი დი­უ­ბუა დე მონპ­რეს ( 1833) ჩა­ნა­ხატ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ღები, მა­შინ როცა 10-12 კოშ­კი­ღა იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი , უდი­დესს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს ჩვენ­ზე, რა და რო­გორ იქ­ნე­ბო­და ორ ულა­მა­ზესს ქედს შო­რის მოქ­ცე­უ­ლი კოშ­კი­თა და დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლთა „ტყე-კო­რო­მი“? - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ უნდა იყოს ძნე­ლი. სა­ვა­ლა­ლოა მხო­ლოდ, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის მად­ლი­ა­ნი მარ­ჯვე­ნით შექ­მნი­ლი ერის სიმ­დიდ­რეს ჩვენ­მა სა­უ­კუ­ნემ ვე­ღარ უპატ­რო­ნა და მხო­ლოდ ჩა­ნა­ხა­ტე­ბი­თა და სუ­რა­თე­ბით თუ შეგ­ვიძ­ლია ძვე­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ, არას­რულ­ფა­სოვ­ნად აღ­ქმა.

ღე­ბის ხევ­ში კოშ­კე­ბი შენ­დე­ბო­და დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლე­ბის გვერ­დით და მას­თან კავ­შირ­ში. დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლის მე­სა­მე სარ­თუ­ლის კე­დელ­ში და­ტა­ნე­ბუ­ლი კარი ( ამ­ჟა­მად ფუნ­ქცი­ა­და­კარ­გუ­ლი) გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ მათ შო­რის უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­და­სას­ვლე­ლი, და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხის ხიდი. ღე­ბუ­რი კოშ­კი 6-7 სარ­თუ­ლი იყო, სი­მაღ­ლე კი და­ახ­ლო­ე­ბით 18-20 მეტ­რი. კედ­ლის სის­ქე თით­ქმის იგი­ვეა, რაც დუ­რო­ი­ა­ნი ციხე-სახ­ლი­სა. სი­მაღ­ლეს­თან ერ­თად კოშ­კი ვიწ­როვ­დე­ბო­და გა­რე­დან, რაც მეტ სი­მაგ­რეს აძ­ლევს ნა­გე­ბო­ბას. კოშ­კის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი აქაც საბ­რძო­ლო, თავ­დაც­ვით ბა­ქანს წარ­მო­ად­გენ­და თორ­მე­ტი დუ­რო­თი ( ყო­ვე­ლი მხრი­დან სამ-სამი დურო).

ambebi.ge


ნანახია: 243-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის

ამინდი