Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცაგერის მერმა თანამდებობა დატოვა

თარიღი : 25-11-2022, 16:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე თანამდებობიდან გადადგა.

როგორც გიორგი ნემსაძე წერს, თანამდებობიდან პირადი მიზეზების გამო მიდის და ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას.

“მინდა საზოგადეობას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას.

გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!
მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ.

პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმინობაში წარმატებები ვუსურვო,”-წერს გიორგი ნემსაძე.


ნანახია: 163-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საირმის თემის რწმუნებული ნატო ბურჯალიანი დაკავებული თანამდებობიდან ორჯერ გაათავისუფლეს, ხოლო სასამართლომ

ამინდი