Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ვრჩები ქუთაისის ერთგული,’-ქუთაისის ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა

თარიღი : 24-11-2022, 23:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი ქარქაშაძე თანამდებობაზე ყოფნის ორ წელზე მეტი ხნის პერიოდს აფასებს და ამბობს, რომ ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების დრო მოვიდა.

“ორი წელზე ოდნავ მეტი ვარ ქუთაისის მერის მოადგილე.

მეამაყება, რომ ამ დროში:

GET LOST WITH WIZZAIR პროექტი რომლის წყალობითაც 63 მილიონმა ადამიანმა შეიტყო ქუთაისის შესახებ!

დავიწყეთ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია.

ქუთაისში შემოდის აჭარა ჯგუფი და მალე ჩვენც გვექნება სივრცე როგორი თბილისში სასტუმრო რუმსი, სტამბა და ფაბრიკაა და რომელიც ქუთაისს ასე აკლია.

ჩემი მერის მოადგილეობის დროს, ვებრძოდით პანდემიას და 24 საათში გავხსენით ვაქცინაციის ცენტრი, ყველა სტანდარტის დაცვის.

იმერეთის რეგიონი იყო პირველი, რომელმაც თბილისის პარალელურად აამუშავა ცხელი ხაზი.

ქუთაისი დიდი მომავლის ქალაქია!

მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მერის მოადგილის თანამდებობა, რამეთუ მოვიდა დრო ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების.

იმედი მაქვს, რომ ჩემი ახალი საქმიანობით, განვახორციელებ პროექტებს, რომლებიც ქუთაისს, და იმერეთის რეგიონს, გლობალური ეკონომიკის რუკაზე სტრატეგიულ ადგილს დაუმკვიდრებს.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და მომცა საშუალება ვემსახურო ჩემს ქალაქის და ჩემს სამშობლოს.

ჩემი გადადგომის მიუხედავად, სადაც არ უნდა ვიყო, მე ვრჩები ქუთაისის ერთგული. ქუთაისი ჩემი ქალაქია,”-წერს ირაკლი ქარქაშაძე.


ნანახია: 221-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ვიცე-მერის მოვალეობაა, როცა მერი არ არის, მან შეასრულოს ეს თანამდებობა, თუმცა ჩემი ასაკის და გამოცდილების მიუხედავად, არ ვარ
მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მერის მოადგილის თანამდებობა იმ მოტივით, რომ ახალ მერს საკუთარი გუნდის წევრების შერჩევის პროცესში

ამინდი