Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მერმა დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

თარიღი : 24-11-2022, 16:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, თავის პირველ მოადგილე - გურამ მისაბიშვილთან, ხონის მერ ლადო ჯურხაძესთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ხონის დევნილთა დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღს ესტუმრა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები გადასცა.

“პოზიტიური და თბილი შეხვედრა გვქონდა ჩვენი საზოგადოების ყველაზე ლაღ და გულწრფელ წევრებთან - დევნილ ბავშვებთან.

შეხვედრაზე ხონის დევნილთა დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები გადავეცით და სასიამოვნოა, რომ შევძელით პატარების თუნდაც მცირედით გახარება.

კიდევ ერთხელ, მთელს საქართველოს ვულოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა ქნას, რომ უფლის შეწევნით და ჩვენი სიმტკიცით მალე გაერთიანებულიყოს და გაბრწყინებულიყოს საქართველო!“- ამბობს დავით ფაცაცია.


ნანახია: 104-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი