Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მეზობლებმა იმერული სუფრით და წითელი ლენტის გაჭრით კორპუსის ეზოს განახლება აღნიშნეს

თარიღი : 23-11-2022, 12:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში მეზობლებმა კორპუსის ეზოში ფანჩატურის განახლება და ეზოს მოწყობა წითელი ლენტის გაჭრითა და იმერული სუფრით აღნიშნეს.

“ჩემი ეზოს ზეიმს მოგიყვებით. ყველა რომ გახარებულია, ისეთი ამბავია აღმაშენებლის 125 -ში.

ფოტოში გადაღებული ეს ადგილი ჩემთვის ისტორიული მემკვიდრეობის ადგილია. 43 წლის წინ რომ ჩამოვჯექი ქალაქის შუაგულში გაზრდილი ბავშვი (და გავაპროტესტე ჩემი თეატრი და მოედანი სად არის-თქო, აქ მჯდომარე და მოთამაშე ვუყურებდი, როგორ შენდებოდა ჩვენს ირგვლივ ახალი სახლები, როგორ შემოქონდათ აქ ჩემი ბინის მცხოვრებებს ავეჯი….შემდეგ ვითვლიდი სათითაოდ შუქებს) ერთი მეზობელი, ორი, სამი......აინთოო ბევრი ვართ.

შემდეგ სულ ამ ფანჯრებზე მქონდა სწორება, ჩაბნელებულ ბინის ფანჯრებს და შეთხელებულ ფანჩატურს ვერ ვიტანდი. ამ ზაფხულს ჩემმა მეზობელმა რომ დარეკა, იმდენი ვართ უკვე ვეღარ ვეტევითო, გული სიხარულით ამევსო, ჩაბნელებული სარკმელები ისევ განათდა!!! ემიგრაციიდან დაბრუნდნენ, გავმრავლდით, ისევ ბევრი ვართ!! სახლი ალაპარაკდა.

ირაკლი შენგელია ჩვენი უბნის დეპუტატი სულ ფორმაშია. თან, როცა ბინის თავი ნინოა. ირაკლი შენგელია ის ბიჭია, ზუსტად რომ იცის, რა არის გასაკეთებელი შენს უბანში.
https://i.postimg.cc/KYxKFT9w/0-CBB8-D82-F09-B-492-B-B243-99-A594-B13-F57.jpg
ფანჩატურიც გაგვიახლდა, ეზოც მოგვიჭუკჭუკეს. ხოდა აქ, ამ ბინაში ისეთი სასწაული მეზობლები მყვანან, მორთეს, მოკაზმეს, ერთი ასად აქციეს, ლენტიც გაჭრეს, ყველაზე მაგარი იმერული სუფრა გააკეთეს და იცით რა იზეიმეს ხალხო?! ჩვენი ქუთაისლების ყველაზე დიდი კულტურა, ურთიერთობის და ამ ქალაქის ყველაზე დიდი ღირსების-მეზობლის თვალის სინათლის ზეიმი აღნიშნეს ამ ლამაზ გადახურულში,”-წერს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.


ნანახია: 499-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მინისტრის თქმით, ეს სწორედ ის სახლია, სადაც ფილმი, "იმერული ესკიზებია" გადაღებული.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ მის მიერ შემუშავებული ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა
კონკურსის შესახებ ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.

ამინდი